top of page

ისტორიული  ვიზიტი  30.4.26 - 13.5.26

სიგელით  დაჯილდოება
Screenshot 2026-08-17 162733.png
სიგელ.png

ისტორიული  ვიზიტი  30.4.26 - 13.5.26

თბილისის  აეროპორტში

        ამ ვიზიტის ლეიტმოტივი იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის მიწვევა სამეც-ნიერო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელ-თა ურთიერთობების ცენტრის“ საზეიმო გახსნას.

 

27.6.26

       დღეიდან ვიწყებთ იმ სურათებისა და ვიდეოკადრების გამოქვეყნებას რომელიც გადაღებულ იქნა ამ ვიზიტის დროს.

       ჩვენ ამერიკიდან, ამსტერდამის გავლით ჩავფრინდით თბილისში და იქ აეროპორტში შევხვ-დით ისრაელიდან ჩამოფრენილ მეგობრებს.

       აეროპორტიდან მეგობრებთან ერთად გავემგზავრეთ წყალტუბოში სადაც სასტუმრო-სანატო-რიუმ „პრომეთე“-ში დაჯავშნული გვქონდა ნომრები ჩვენთვის და ჩვენი ოჯახის წევრებისათვის (შვილიშვილები და შვილთაშვილები) რომლებიც 2 დღის შემდეგ ჩამოფრინდებოდნენ ამერიკი-დან.

104.jpeg
101.jpeg

ისტორიული  ვიზიტი  30.4.26 - 13.5.26

        ამ ვიზიტის ლეიტმოტივი იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის მიწვევა სამეც-ნიერო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელ-თა ურთიერთობების ცენტრის“ საზეიმო გახსნას.

წყალტუბოდან  ქუთაისში
უნივერსიტეტის  პრორექტორის  კაბინეტში

2.7.26

        ხუთშაბათს 30 აპრილს დანიშნული იყო შეხვედრა ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსი-ტეტის რექტორთან  ბ-ნ შალვა კირთაძესთან.

     ჩვენ მეგობრებთან ერთად წყალტუბოდან გავემგზავრეთ ქუთაისის  მიმართულებით. იქ უკვე გველოდნენ და შეხვედრა მოხდა პრორექტორის კაბინეტში.

       გულთბილი მისალმებების შემდეგ ჩვენ გადავინაცვლეთ უნივერსტეტის ბიბლიოთრკის კორპუსის აუდიტორიაში სადაც უნდა გამართულიყო ჩემი საჯარო ლექცია.

ისტორიული  ვიზიტი  30.4.26 - 13.5.26

        ამ ვიზიტის ლეიტმოტივი იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის მიწვევა სამეც-ნიერო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელ-თა ურთიერთობების ცენტრის“ საზეიმო გახსნას.

აბრაამ  საპირის  ლექცია  უნივერსიტეტში

      ხუთშაბათს 30 აპრილს გამართულ საჯარო ლექციას დაესწრო ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის პროფესორთა და სტუდენტთა დიდი ჯგუფი.

       აბრაამ საპირმა მსმენელებს მოუთხრო, თუ როგორ დაიწყო ალია (ასვლა) საქართველოდან ისრაელში 1967 წელს. რამ გამოიწვია ებრაელთა მასების მასობრივი გადასახლება მათთვის უცნობ ქვეყანაში. თუ როგორი დაბრკოლებები ხვდებოდათ ებრაელებს საქართველოში ისრაელში გამგზავრების წინ და ახალ ქვეყანაში მათ მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯების შესახებ. თუ როგორ ძნელი იყო საბინაო პრობლემის მოგვარება, სამსახურის პოვნა, ახალი ენის ათვისება, ადგილობრივებთან შეგუება და სხვა.

      ლექციის შემდეგ არა ერთმა მსმენელმა ისურვა თბილი სიტყვები გამოეთქვა ჩემდამი.

      ლექციის მსვლელობას ხელმძღვანელობდა „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობების ცენტრის“ ხელმძღვანელი ქუთაისის უნივერსიტეტში მამუკა აშვეთია.

ისტორიული  ვიზიტი  30.4.26 - 13.5.26

        ამ ვიზიტის ლეიტმოტივი იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის მიწვევა სამეც-ნიერო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელ-თა ურთიერთობების ცენტრის“ საზეიმო გახსნას.

ქუთაისის  სინაგოგაში

        უნივერსიტეტში ჩატარებული ლექციის შემდეგ ჩვენ მიგვიწვიეს ქუთაისის დიდ სალოცავში. ჩვენ დელეგაციას დაგვხვდა ამ სალოცავისა და ქუთაისის ჯამაათის ხელმძღვანელი (გაბაი) დ-რი (ექიმი) დ-რი ავთო მოძღვრიშვილი.

      მან მოგვითხრო, რომ ქუთაისში ამჟამად ცხოვრობს დაახლოებით 140 ებრაელი (სული). ლოც-ვები რეგულარულად ვერ ხერხდება ვინაიდან მინიანი (10 მამაკაცი) ვერ გროვდება.

        მას თან ახლდა პატარა გოგონა (შვილიშვილი), რომელიც ბაბუას ეხმარებოდა სუფრის გაწ-ყობაში. სუფრა კი მშვენივრად იყო გაწყობილი, ავთოს მეუღლის მიერ დამზადებული ქაშერი საჭმელით. განსაკუთრებით მომეწონა მის მიერ დამზადებული „ეკალა“, რომელიც აგერ 40 წელია არ მიჭამია.

       პატარა გოგონამ თავი შეგვაყვარა და სუფრის შემდეგ ბევრი სამახსოვრო სურათი გადავიღეთ მასთან ერთად.

      ჩვენი დელეგაცია სალოცავში ყოფნით დააფასა ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა ბ-ნმა შალვა კირთაძემ, უნივერსიტეტის ბიბლოიოთეკის დირექტორმა დ-რმა გიორგი ჭიჭინაძემ, ცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა აშვეთიამ, ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორმა ქ-ნმა დოდო თავდიდიშვილმა, ცენტრის მეგობარმა ბიზნესმენმა თემურ სეფიაშვილმა, პროფ. ირაკლი შენგე-ლიამ და კიდევ ბევრმა სხვამ.

       სალოცავიდან გამოსულები დიდხანს იღებდნენ სურათებს ბატონ ავთოსთან ერთად და სალოცავის ფონზე.

      ვიდრე სალოცავს დავტოვებდი ხელიდან არ გავუშვი შესაძლებლობა სურათი გადამეღო დიდებული  ქუთაისელი პოეტისა და მთარგმნელის ბორის გაპონოვის ძეგლთან.

33.jpeg
16.jpeg
19.jpeg

ისტორიული  ვიზიტი  30.4.26 - 13.5.26

        ამ ვიზიტის ლეიტმოტივი იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის მიწვევა სამეც-ნიერო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელ-თა ურთიერთობების ცენტრის“ საზეიმო გახსნას.

ქუთაისის  სინაგოგის  სიგელები

     სუფრის შემდეგ გაბაიმ (დ-რმა ავთანდილ მოძღვრიშვილმა) სალოცავისა და ქუთაისის ებრა-ელთა სახელით სიგელებით დაასაჩუქრა საპატიო სტუმარი აბრაამ საპირი და მისი მასპინძლები (ქუთაისის უნივერსიტეტიდან). აქვე გთავაზოთ ამ სიგელის სურათს.

    ერთი შეკითხვა არ მასვენებდა და ვკითხე გაბაის: თუ სალოცავში მინიანი არ იკრიბება, მაშ როგორ მოახერხეთ ასეთი ძვირფასი სუფრის გაწყობა მეთქი.

    გაბაიმ ამიხსნა. რომ ტურისტები სალოცავში „ცედა-კის სახით ტოვებენ ხოლმე მცირე თანხას და დანარჩენს ჩემი ჯიბიდან ვხარჯავო - მიპასუხა.

    „დიდებული ადამიანია-თქო, ეს ექიმი“ -  გავიფიქრე.

IMG_9752.jpeg

ისტორიული  ვიზიტი  30.4.26 - 13.5.26

        ამ ვიზიტის ლეიტმოტივი იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის მიწვევა სამეც-ნიერო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელ-თა ურთიერთობების ცენტრის“ საზეიმო გახსნას.

ჩვენ  კულაში-საკენ  მივემგზავრებით

        პირველსა და 2 მაისს „ქუთაისობა“და „გვირილობა“ სასტუმროში ვიზეიმეთ (პარასკევსა და შაბათს). ბ-ნმა შალვამ გვთხოვა მონაწილეობა მიგვეღო ქუთაისის ზეიმში სადაც იქნებოდა ქუთა-ისის გუბერნატორი. მერი და საკრებულოს თავმჯდომარე მთელი ამალით, მაგრამ ავუხსენი, რომ რომ „შაბათი“ ჩემთვის, როგორც მორწმუნე ებრაელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ის, მე ჩემს შვილიშვილეთან ერთად უნდა გავატარო-მეთქი.

    ბ-ნმა შალვამ ისურვა 3 მაისს (კვირას) აუცილებლად კულაში და ხონი უნდა დაგათვალერე-ბინო-ო.

      ჩემი შვილიშვილები ჯერ კიდევ ამერიკიდან პირობას მადებიდებდნენ, აუცილებლად კულაში უნდა გვანახო, ჩვენი „ბაბუს“ და „დედას“ დაბადების ადგილი, რომ არ ვნახოთ როგორ შეიძლება-ო.

     და აი კვირას, 3 მაისს წყალტუბოდან ჯერ ქუთაისში გავიარეთ, სადაც მამუკა (აშვეთია) გვე-ლოდა, მერე ბ-ნი შალვა და მისი მეგობრები გაგვიძღვენ წინ შალვას მანქანით  და გეზი კულაში-საკენ ავიღეთ.

    ავტობუსი კულაშის ცენტრში მდებარე სალოცავების წინ გაჩერდა. აქ ჩვენ თურმე სიურპრიზი გველოდა. სამტრედიის მერი ბატონი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა შენგელია და მათი თანმხლები პირები გველოდნენ აქ.

      ბ-ონ შალვას უზრუნია და თავისი მეგობრები სამტრედიისა და ხონის მერი გაუფრთხელებია, რომ  სტუმრებს დაგვხვედროდნენ, მიუხედავად იმისა. რომ კვირა დღე იყო.

     დიდი ინტერესით დავათვალიერეთ კულაშის ცენტრალური სალოცავები და საკმაოდ დიდ ხანს შევჩერდით, საქართველოში ყველაზე ძველ „დიდ ლოცვაში“,  რომლის თებაზეც 60 წლის წინ ვიქორწინეთ მე და ჩემმა მეუღლემ. განსაკუთრებული ჟრიამულით შეხვდნენ ამ ფაქტს ჩვენი შვი-ლიშვილები და შვილთაშვილები, რომელთა ყოფნამ ჩვენთან ერთად დიდი ყურადღება მიიქცია.

      ტელევიზიისა და პრესის ჟურნალისტებმა ინტერვიუები აიღეს ჩვენგან და ჩვენი თანმხლები პირებისაგან.

ისტორიული  ვიზიტი  30.4.26 - 13.5.26

        ამ ვიზიტის ლეიტმოტივი იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის მიწვევა სამეც-ნიერო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელ-თა ურთიერთობების ცენტრის“ საზეიმო გახსნას.

კულაშიდან  ხონისაკენ

        სალოცავებისა და მისი გარემოს დათვალიერების შემდეგ ჩვენ ებრაული სასაფლაოსაკენ გა-ვეშურეთ, რომელიც იქვე ქუჩის მეორე მხარეს მდებარეობდა.

    ჩვენი თანმხლები პირები თავიანთი ახლო ნათესავების საძვალეების საძებნელად გაეშურენ. მე და ჩემი მეუღლე საპატიო პიროვნებებთან დავრჩით, ვინაიდან მამაჩემის საფლავის პოვნა უკვე მერამდენე წელია ვერ მოხერხდა.

       როცა სურათების გადაღებით გული იჯერეს, ჩემიანებთან ერთად ავტობუსში დავბრუნდით და მშვიდობის (ძველად რიჟინაშვილის) ქუჩისაკენ გავეშურეთ. ამ ქუჩის 19 ნომერში დავიბადე და ჩვენს შვილიშვილებს ძალიან ეწადათ ამ სახლის ნახვა.

      სამწუხაროდ, იქ გაპარტახებული ეზო დახვდათ მხოლოდ, სახლი აუღიათ და ამან გული იმ-დენად დამწყვიტა, რომ ავტობუსიდან აღარ ჩამოვედი ბ-ნი შალვას თხოვნის მიუხედავად.

      ბ-ნი შალვა (უნივერსიტეტის რექტორი) და სხვები მეზობლებს შეეხმიანენ, მაგრამ ვერაფერი დაადგინეს იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწია, სახლს, სადაც მე დავიბადე.

     შვილიშვილებმა მეზობლების სახლებს გადაუღეს სურათები და გულდაწყვეტილნი დაბრუნ-დნენ ავტობუსში.

     გეზი ხონისაკენ ავიღეთ.

     ხონში მისვლამდე გზაში გავჩერდით სადაც ქუჩის გასწვრივ დუქნები იყო ჩამწკრივებული და თანაც ქუჩის ორივე მხარეს. რას არ იყიდდით აქ. სულო და გულო - ყველაფერს, ნამდვილი ბაზარი გახლდათ.

ისტორიული  ვიზიტი  30.4.26 - 13.5.26

        ამ ვიზიტის ლეიტმოტივი იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის მიწვევა სამეც-ნიერო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელ-თა ურთიერთობების ცენტრის“ საზეიმო გახსნას.

სატელევიზიო  არხი  "დროება"

        სატელევიზიო არხმა „დროება“-მ თავისი „ახალი ამბების“ გამოშვებაში სპეციალური სიუჟეტი მიუძღვნა ჩვენი კულაშში მოგზაურობას. აქვე გთავზობთ ამ გადაცემის ჩანაწერს.

ისტორიული  ვიზიტი  30.4.26 - 13.5.26

        ამ ვიზიტის ლეიტმოტივი იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის მიწვევა სამეც-ნიერო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელ-თა ურთიერთობების ცენტრის“ საზეიმო გახსნას.

ხონიდან  გორდისაკენ

       ხონში მუნიციპალიტეტის შენობის წინ გავჩერდით, იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ მანქა-ნიდან ვერ გადმოვედი. ხონი მერმა ბ-ნმა ლადო ჯურხაძემ პატივი გვცა და თვითონ მოვიდა ავ-ტობუსთან, რომელშიც ვიჯექი.

     რა თქმა უნდა მან ეს ნაბიჯი გადადგა მეგობრის შალვას (ქუთაისის უნივერსიტეტის რექტო-რის) დასაფასაბლად. მე ეს ჩემი თვალით ვნახე და დავრწმუნდი  თუ როგორი დიდი პრესტიჟით სარგებლობს ბ-ნი შალვა იმერეთში.

     ვიდრე ჩვენ ვსაუბრობდით ჩვენმა შვილიშვილებმა და თანმხლებმა პირებმა დრო იხელთეს და იერიში მიიტანეს მუნიციპალიტეტის შენობის ტუალეტზე. ზოგმა მათგანმა მერის სავარძელიც კი “მოსინჯა”.

      ხონის ბაზრის დათვალიერებაც გვინდოდა, მაგრამ ყველას აინტერესებდა გორდის მთების ხილვა, ვიდრე ჩამობნელდებოდა.

ისტორიული  ვიზიტი  30.4.26 - 13.5.26

        ამ ვიზიტის ლეიტმოტივი იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის მიწვევა სამეც-ნიერო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელ-თა ურთიერთობების ცენტრის“ საზეიმო გახსნას.

გორდისაკენ მიმავალ გზაზე

       გორდისაკენ მიმავალ გზას რომ დავადექით,  არავინ იცოდა წინ რა გველოდა. ერთი რამ იქვე მომხვდა თვალში, გზა თუმცა დავიწროვდა, მაგრამ მშვენივრად მოპირკეთებული იყო და ავტო-ბუსი ისეთივე სიჩქარით მიდიოდა, როგორც ადრე.  გორდამდე მიმავალ გზაზე მხოლოდ ერთ ადგილას ვნახე მეწყერის ჩამოსვლის გამო დაზიანებული გზის ნაწილი.

      ნელნელა დავიწყეთ სიმაღლეში ასვლა და მთების ფერთობების დათვალიერება. მშვენიერი საძოვრები და ნოყიერი ბალახით მაძღარი ძროხები. აქა იქ ცხვრებისა და თხების ჯოგებიც დავ-ლანდეთ.

      ჩემი შვილიშვილები, აღფრთოვანებული იცქირებოდნენ ავთობუსის ფანჯრებიდან და გაფა-ციცებით იღებდნენ სურათებს.

       მოსაღამოვდა. გორდს რომ მივუახლოვდით საკმაოდ მაღლა ვიყავით ასული მთებში. ნისლი ჩამოწვა. გზა მიხვეულ-მოხვეული იყო და უნებლიეთ გამახსენდა შვეიცარიის ალპებში ნახული, აროზასკენ მიმავალი გზა. იქ 365 მოსახვევია, აქ ცოტა ნაკლები, მაგრამ ბუნება და თავისი სილა-მაზე იგივეა.

      ამ ეტაპზე ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ ბ-ნი შალვა, თურმე თავის აგარაკზე გვეპატიჟებოდა. იქ ვახშამი გველოდა. მე და კიდევ 5-6 ჩემი თანმხლები პირის მიპატიჟება გასაგები იყო. მაგრამ ჩემს თავს უფლებას ვერ მივცემდი ჩემი შვილიშვილები (20-მდე სული) იქ მიმეყვანა. ამიტომ შალვას ვუთხარი, რომ ჩემს შვილიშვილებს ავტობუსით წყალტუბოში უკან  გავაბრუნებდი.

       შალვამ კატეგორიულად მომთხოვა, რომ ამას არ დაუშვებდა.

  • „შენი შვილიშვილები და მათი მეუღლეები  დოქტორები და ექიმები არიან და ისინი ჩემი საუკეთესო სტუმრები იქნებიან“-ო.

        შალვას თავისი მეგობრებიც ჰყავდა მოპატიჟებული და სუფრას 40-50 სული მიუჯდებოდა ალბათ.

ისტორიული  ვიზიტი  30.4.26 - 13.5.26

        ამ ვიზიტის ლეიტმოტივი იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის მიწვევა სამეც-ნიერო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელ-თა ურთიერთობების ცენტრის“ საზეიმო გახსნას.

გორდში  აგარაკის  ნახვამ  განგვაცვიფრა

        გორდი საკურორტო ადგილი ყოფილა და შალვას ეზოში რომ შევედით განცვიფრებული დავრჩით ბ-ნი შალვას გემოვნებით. მას მთელი იქაური მიდამოები მოუვლია და ისეთი დიდი ქვები (კლდის ნატეხი) შეუგროვებია, რომლებიც თავისი ორიგინალობით და სილამაზით თვალს იტაცებდა. აქ ეგზოტიკური სილამაზე ვიხილეთ.

       უზარმაზარი ეზოს ერთი მხარე ფარდულებს ეკავა. აქ იყო ყურძნის საწური და ღვინის დასა-ყენებელი ადგილი. მეორე ფარდულში იდგა დიდი ძველებური „ფეჩი“ (ღუმელი), შეშის გროვა, რომელთანაც ფუსფუსებდა ბ-ნი შალვას დიდებული სიდედრი, რომელიც იმერულ ხაჭაპურებს აცხობდა. მაგიდაზე გამზადებული ცომი და სულგუნ გარეული ყველი იდო. მას უკვე რამდენიმე ხაჭაპურის გამოცხობა მოესწრო.

       ამ ქალის დანახვაზე ცხონებული დედაჩემი გამახსენდა. იგივე  ჩაცმულობა, იგივე ქცევები, ნამდვილი ქართული ოჯახის ქალი. იქვე სიმპათიით განვიმსჭვალე მის მიმართ და ახლოს მივე-დი. იქვე ახლად გამოცხვარი ხაჭაპური მომაწოდა, რომლიდანაც გამდნარი ყველი გადმოდიოდა.

მარტო მკვდარი იტყოდა უარს ამ ნამზადის დაგემოვნებაზე. შვილიშვილებმა, რომ დაინახეს თუ როგორი სიამოვნებით მივირთმევდი ხაჭაპურს, იქვე შემოესიენ მასპინძელს და შესანსლეს უკვე გამომცხვარი ნამზადი. ამით საქმე არ დამთავრებულა, დანარჩენები რიგში დადგნენ და სულმო-უთქმელი ელოდებოდნენ ღუმელიდან მის გამოღებას.

       ეზოში მომაღლებულ ადგილას იდგა სამსართულიანი სახლი რომლის დათვალერების სურ-ვილი იქვე გაუჩნდა ჩვენს ოპერატორს (ისახარ ხოტოველს) და ნებართვის მიღებისთანავე გაქან-და სახლისაკენ.

      იქ მან ჯერ საბილიარდო ოთახი აღმოაჩინა და მერე  დარბაზი სადაც ბ-ნი შალვას მეუღლე სუფრას აწყობდა.

PHOTO-2026-07-02-07-06-12.jpg

ისტორიული  ვიზიტი  30.4.26 - 13.5.26

        ამ ვიზიტის ლეიტმოტივი იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის მიწვევა სამეც-ნიერო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელ-თა ურთიერთობების ცენტრის“ საზეიმო გახსნას.

სუფრა  -  ბ-ნ  შალვას  აგარაკზე

         სუფრაო, რომ ვამბობთ. ადამიანი ჩეულებრივ სუფრას წარმოიდგენს, მაგრამ რაც ჩვენ იქ ვნა-ხეთ იყო სასწაული. ბ-ნი შალვას მეუღლის (სპეციალობით ექიმი ქალის) მისი ქალიშვილის (რო-მელმაც უცბად გამონახა საერთო ენა ჩემს შვილიშვილებთან), მისი რძლის (შალვას ძმის ცოლის) და სიდედრის ნამზადებით მდიდარი სუფრა განაცვიფრებდა, ბევრი სუფრების მნახველ კაცსაც კი.

        საქმე იმაშია, რომ მასპინძლებს გაუთვალისწინებიათ ის ფაქტი, რომ ჩვენ ებრაელები ვიყავით და ხორცის არც ერთი ნაწარმი არ იყო სუფრაზე. ისეთი ნამზადები დაუმზადებიათ, რომელსაც ქაშრუთის დამცველი არც ერთი ადამიანი არ მოერიდებოდა ამ სუფრას.

        მე კერძების არც ისეთი დიდი მცოდნე და შემფასებელი ვარ, მაგრამ ჩემი მეუღლე სიმა, ბევ-რის მნახველიცაა და ბევრის თვითონ გამკეთებელიც. მისი აზრით განსაცვიფრებელი იყო ნამზა-დების მრავალფეროვნება და მინერალური და ალკოჰოლური სასმელების სიმრავლე.

          ჩვენდა საპატივცემოდ ბატონმა შალვამ სუფრაზე მოიტანა უიშვიათესი არაყი, სახელად „ჭყუნტი“, რომელიც იქვე დავაგემოვნეთ.

        არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იმ ფაქტს, რომ მასპინძელი ბ-ნი შალვა ცდილობდა მაქსიმა-ლური სიამოვნება მოენიჭებინა ჩემთვის და სუფრასთან დაჯდომის წინ, დაავალა მეგობრებს მო-ეტანათ „სამეფო სკამი“. დადგა ის სუფრის თავთან და მთხოვა დავმჯდარიყავი.

  • ეს შენი ადგილია, როგორც მასპინძელის, ოჯახის უფროსისა და თამადის - ვუთხარი, მაგრამ კატეგოიულად მთხოვა და დავჯექი. სკამი იმდენად დიდი, მაღალი და განიერი იყო რომ შიგ, „კარუსელში“ მჯდომ ბავშვად წარმოვიდგინე თავი.

  • აქ იყვნენ შალვას მეგობრები დ-რი ირაკლი შენგელია, იურისტი მამუკა აშვეთია, ბიზნესმენი თემურ სეფიაშვილი, გოჩა ბაკურაძე - ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი, მა-მუკას მეგობარი ეკონომისტი შოთა ჯღამაია, ბ-ნი შალვას ძმა და ისრაელიდან - მერაბ დათია-შვილი, შალომ და ნათელა მიხელაშვილები, ისახარ და ეთერი ხოტოვლები, ჩემი შვილიშვი-ლები და შვილთაშვილები.

  • ბ-ნი შალვა ჩემს გვერდით სუფრის თავში მოთავსდა და თავისი ლამაზი ხმით დაიწყო სად-ღეგრძელოების თქმა ....

ისტორიული  ვიზიტი  30.4.26 - 13.5.26

        ამ ვიზიტის ლეიტმოტივი იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის მიწვევა სამეც-ნიერო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელ-თა ურთიერთობების ცენტრის“ საზეიმო გახსნას.

ბოლო  აკორდი  გორდის აგარაკზე

       ამ შესანიშნავი სუფრიდან რომ ავდექით, მეგონა ამით დამთავრდებოდა ჩვენი სტუმრობა ბ-ნ შალვას აგარაკზე, მაგრამ შევცდი.

      ბ-ნმა შალვამ ხელი ჩამხვია და ეზოს შემოსასვლელთან დადებულ უზარმაზარ ქვის ლოდთან მიმიყვანა.

      - ეს ქვა შორიდან ჩამოვიტანე, მეგობრების დახმარებითო - მითხრა - და ბოლო სადღეგრძელო აქ უნდა შევსვათ-ო.

        სხვა ულამაზეს ქვებთან სურათების გადაღებით გულგაჯერებული სტუმრები ახლა ჩვენსკენ მოეშურებოდნენ და თან ღვინოსა და არაყს „მოათრევდნენ“.

      შალვამ ისურვა ჩემთან ერთად „ვახტანგური“ შემესვა და თან სამახსოვრო სურათი გადაეღო.

      ამ ზღაპრული მიღებისა და გამასპინძლების შემდეგ ბევრი სამახსოვრო სურათი გადავიღეთ სახლის წინ და თბილად გამოვემშვიდობეთ შალვას ოჯახის ქალბატონებს.

      ხვალ დილით (4 მაისს) ცენტრის საზეიმო გახსნის ცერემონიალი გველოდა.

ისტორიული  ვიზიტი  30.4.26 - 13.5.26

        ამ ვიზიტის ლეიტმოტივი იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის მიწვევა სამეც-ნიერო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელ-თა ურთიერთობების ცენტრის“ საზეიმო გახსნას.

ცენტრის  საზეიმო  გახსნაზე

      მოვიდა ორშაბათი 4 მაისი. „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელთა ურთიერ-თობების ცენტრის“ საზეიმო გახსნის თარიღი.

     სასტუმროდან ადრიანად გავედით და ქუთაისისკენ გავეშურეთ. ავტობუსი უნივერსიტეტის ჭიშკართან გაჩერდა. იქვე გაგვიღეს, როგორც ჩანს უნივერსიტეტის დაცვის მუშაკები გველოდნენ და ტერიტორია ცარიელი იყო.

       ჩემთვის ბიბლიოთეკის კორპუსში შესვლა რომ გაედვილებინათ ავტობუსი პირდაპირ შესას-ვლელთან გააჩერეს.

       მესამე სართულზე ლიფტით რომ ავედით, დავინახეთ, რომ მთელი სართული ხალხით იყო გაჭედილი. ბევრი ნაცნობი და უცნობი სახე დავლანდე მათ შორის. ისინი მესალმებოდნენ და მოკრძალებით მითმობდნენ გზას, ცენტრის ოთახისაკენ.

      აქ იყვნენ ისრაელიდან, ამერიკიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ადა-მიანები, რომლებიც პატივს ცემენ ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობებს.

       ამერიკიდან - ჩემი შვილიშვილები და შვილთაშვილები (რომლებმაც საყოველთაო ყურად-ღება მიიქციეს), ბიზნესმენი მენახემ მიხაელი (რომელიც ტეხასის შტატიდან ჩამოფრინდა ამ ღო-ნისძიებაზე დასასწრებად).

        ისრაელიდან - შალომი და ნათელა მიხელაშვილები, ისახარ და ეთერი ხოტოვლები, დიპლო-მატი კარინა ხენი და მისი ექიმი დედა, პოეტები იზოლდა მოშიაშვილი და ცისანა სეფიაშვილი, პროფესორი ეთერი თოფჩიაშვილი, მერაბი სეფიაშვილი, ელი ლევიაშვილი, შოთა საპირი, დ-რი დათო ბოთერაშვილი, ისტორიკოსი მერაბ დათიაშვილი,

         თბილისიდან - პროფ. ლალი გულედანი, პოეტი ეკა ბაქრაძე, მანანა გოჩიაშვილი, თბილისის უნივერსიტეტის რექტორი პროფ. ჯაბა სამუშია (რომელიც უფრო მოგვიანებით მოვიდა), ჟანა კუ-ლაკოვა - ლატვიელი პოლიტიკოსი, პროფ. დავით ფიჩხაძე, იურისტი ირაკლი ფიჩხაძე, ქუთაისის ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარე - პროფ. ავთანდილ მოძღვრიშვილი, მუსიკოსი ნარგიზა სეფიაშვილი, ისააკ შალევი - ეკონომისტი,

        აქ იყო ჩვენი მასპინძელი ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირ-თაზე, ბიბლიოთეკის დირექტორი დ-რი გიორგი ჭიჭინაძე, ცენტრის ხელმძღვანელი - იურისტი მამუკა აშვეთია, დ-რი ირაკლი შენგელია, ბიზნესმენი თემურ სეფიაშვილი, უნივერსიტეტის ყო-ფილი რექტორი პროფ, ავთანდილ ნიკოლეიშვილი, ისტორიის აკადემიური დოქტორი, პროფ. სულხან კუპრაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი. ნესტან კუტივაძე, ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. ლელა ჩოგოვაძე, ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ოთარ ნიკოლეიშვილი, ახალგაზრდა მეცნიერი, ფილოლოგიის დოქტორი თამთა შავიანიძე, ექიმი მერაბ კვიცარიძე, მწერალი დავით შემოქმედელი, მწერალი ელგუჯა მაღრაძე, პროფ. დოდო თავდიდიშვილი, პროფ ბაია კოღუაშვილი, ფონდის დირექტორი ია ხურციძე, ისტორიკოსი შოთა ჯღამაია  და კიდევ ბევრი სხვა, რომლების წინაშეც ბოდიშს ვიხდი რომ ვერ ვახსენე.

       საპატიო სტუმრები: ქუთაისის გუბერნატორი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული - ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მერი - დავით ერემეიშვილი, პარლამენტის წევრი - ზაზა ლომინაძე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე - პროფესორი გიორგი ჭიღვარია.

       ცენტრის ოთახის კარებთან წითელი ლენტა იყო გადაჭიმული, რომელიც საყოველთაო ოვაცი-ების ქვეშ მე და ბ-ნმა შალვამ გავჭერით. მერე აბრას ჩამოვხადეთ ფარდა და შიგ ოთახში შევედით. ძირითადში საპატიო სტუმრები.

      მამუკა აშვეთიამ სტუმრებს აჩვენა გაზეთ “ალია”-ს 50 წლის წინანდელი რესტავრირებული ნომრები. შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს ჩვენს მიერ უნივერსიტეტისათვის ნაჩუქარი საარქი-ვო მასალები.

      უკვე სამეცნიერო კონფერენციის დაწყების დროც მოვიდა და ბ-ნმა შალვამ დაგვაჩქარა და უნივერსიტეტის სხვა კორპუსისაკენ გაგვიძღვა.

ისტორიული  ვიზიტი  30.4.26 - 13.5.26

        ამ ვიზიტის ლეიტმოტივი იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის მიწვევა სამეც-ნიერო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელ-თა ურთიერთობების ცენტრის“ საზეიმო გახსნას.

შოთა  საპირი  ცენტრის  საზეიმო  გახსნაზე

      ცენტრის საზეიმო გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა აგრეთვე შოთა საპირიც, რომელიც სპე-ციალურად ამ ღონისძებაზე დასასწრებად ჩამოვიდა ისრაელიდან საქართველოში.

       გთავაზობთ მის მიერ გადაღებულ ვიდეო კადრებს.

ისტორიული  ვიზიტი  30.4.26 - 13.5.26

        ამ ვიზიტის ლეიტმოტივი იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის მიწვევა სამეც-ნიერო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელ-თა ურთიერთობების ცენტრის“ საზეიმო გახსნას.

სამეცნიერო  კონფერენციის  საზეიმო  გახსნის 
ცერემონიალზე

       სამეცნიერო კონფერენციის საზეიმო გახსნის ცერემონიალზე დასასწრებად უნივერსიტეტის ცენტრალურ კორპუსში გადავედით. იქ უკვე შეკრებილი იყო ფართო საზოგადოება (ათობით პროფესორი და საპატიო სტუმრები).

        აქ იყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი - გივი მიქა-ნაძე, რომელიც თბილისიდან სპეციალურად ჩამოვიდა ამ ღონისძიებაზე დასასწრებად და ამით დიდი პატივი დაგვდო.

         ვიდრე ბ-ნი შალვა კონფერენციას გახსნიდა, მინისტრი ჩემთან მოვიდა და გამესაუბრა. მან დიდად შეაფასა ჩემი ღვაწლი გაზეთ “ალია”-ს საარქივო მასალების მოძიებაში.

       უფრო მოგვიანებით კი სიტყვით გამოსვლისას საჯაროდ გადამიხადა მადლობა ამ შრომისათ-ვის.

        შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ გუბერნატორი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული - ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მერი - დავით ერემეიშვილი, პარლამენტის წევრი - ზაზა ლომინაძე, ქუ-თაისის საკრებულოს თავმჯდომარე - პროფესორი გიორგი ჭიღვარია, ქუთაისის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, პროფესორი ავთანდილ ნოკოლეიშვილი და კიდევ რამდენიმე პროფესორი.

ბოლოს ბატონმა შალვამ მიკროფონთან მე მიმიწვია.

       - “მე მოვალ შენთან და შენს მიწას

           დაბრუნებული ქოფაკივით დავუწყებ ლოკვას” - დავიწყე მე ქუთაისელი იაკობ გოლან-ჩიკ-ვაშვილის, ჩემი მეგობრის, ქართველ ებრაელთა დიდი პოეტის ორ სტროფიანი ლექსით, რომელიც მან დაწერა და წაიკითხა 1989 წელს საქართველოს მწერალთა კავშირში გამართულ შეხვედრაზე, ისრაელის პირველ, ოფიციალურ ჟურნალისტთა დელეგაციასთან, რომელსაც მე ვხელმძღვანე-ლობდი.

        ბ-ნმა შალვამ (ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა) გადმომცა “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის” მიერ ჩემთვის მონიჭებული სიგელი და ქუ-თაისის უნივერსიტეტის მიერ ახლად გამოცემული სქელტანიანი, მასიური წიგნი “ქუთაისის უნი-ვერსიტეტის ისტორია”.

       მწერალმა ელგუჯა მაღრაძემ მისახსოვრა მისი შემოქმედების კრებულის ხუთწიგნეული.

       ამით დამთავრდა ცენტრის გახსნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის ოფიციალუ-რი ცერემონიალი.

       დარბაზში მყოფნი ჯგუფებად დაიყვნენ, რათა მოესმინათ კონფერენციის მონაწილეთა ლექ-ციები, ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობის საკითხზე.

ისტორიული  ვიზიტი  30.4.26 - 13.5.26

        ამ ვიზიტის ლეიტმოტივი იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის მიწვევა სამეც-ნიერო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელ-თა ურთიერთობების ცენტრის“ საზეიმო გახსნას.

შოთა  საპირისის  მიერ  გადაღებული  კადრები

           გთავაზობთ შოთა საპირისის მიერ გადაღებულ კონფერენციის გახსნის ვიდეო კადრებს.

ისტორიული  ვიზიტი  30.4.26 - 13.5.26

        ამ ვიზიტის ლეიტმოტივი იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის მიწვევა სამეც-ნიერო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელ-თა ურთიერთობების ცენტრის“ საზეიმო გახსნას.

სატელევიზიო არხის “იმედი ნიუს”-ის გადაცემაში

“          "აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობების ცენტრის” საზეიმო გახსნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მსვლელობა ქუთაისის უნივერსიტეტში გა-დაიღო სატელევიზიო არხმა “იმედი ნიუს” და თავისი ახალი ამბების გამოშვებაში სპეციალური სიუჟეტი მიუძღვნა მას.

       გთავაზობთ ამ ნაწყვეტს.

ისტორიული  ვიზიტი  30.4.26 - 13.5.26

        ამ ვიზიტის ლეიტმოტივი იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის მიწვევა სამეც-ნიერო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელ-თა ურთიერთობების ცენტრის“ საზეიმო გახსნას.

ჟურნალისტები  კონფერენციაზე

        ჩვენი ვიზიტის მსველელობას ფოტო და ვიდეოზე იღებდა ტელეოპერატორი ისრაელიდან ისახარ ხოტოველი. “აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობების ცენტრის” საზეიმო გახსნისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციის მსვლელობას ესწრე-ბოდნენ ჟურნალისტები სატელევიზიო არხიდან და პრესის სხვადასხვა ორგანოებიდან

ისტორიული  ვიზიტი  30.4.26 - 13.5.26

        ამ ვიზიტის ლეიტმოტივი იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის მიწვევა სამეც-ნიერო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელ-თა ურთიერთობების ცენტრის“ საზეიმო გახსნას.

"ლანჩი" - კონფერენციის  გახსნის  შემდეგ  და სამეცნიერო  ჯგუფების  სამუშაოდ  გასვლა

      კონფერენციის საზეიმო გახსნის ცერემონიალის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტის მეც-ნიერ მუშაკებმა სხვადასხვა აუდიტორიებში გადაინაცვლეს. იქ მცირე ჯგუფებად დაიყვნენ და იმსჯელეს ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობების ასპექტებზე.

       პარალელურად სტუმრები მიიწვიეს დარბაზში, სადაც გამზადებული იყო “ლანჩი”. დანაყრე-ბის შემდეგ გადავინაცვლეთ თეატრალურ დარბაზში სადაც გაიმართა აბრაამ საპირისადმი მიძ-ღვნილი კონცერტი.

ისტორიული  ვიზიტი  30.4.26 - 13.5.26

        ამ ვიზიტის ლეიტმოტივი იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის მიწვევა სამეც-ნიერო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელ-თა ურთიერთობების ცენტრის“ საზეიმო გახსნას.

აბრაამ  საპირისადმი  მიძღვნილი  კონცერტი

         “ლანჩ”-ის (უნივერსიტეტის მიერ კონფერენციის მონაწილეთათვის შემოთავაზებული მსუ-ბუქი წახემსების) შემდეგ უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზსი გადავინაცვლეთ.

         აქ დაგეგმილი იყო აბრაამ საპირის საპატივცემოდ გასამართი კონცერტი უნივერსიტეტის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მონაწილეობით.

         იმან, რაც სცენაზე ვნახეთ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მოვისმინეთ ებრაული სიმღე-რები და ვნახეთ ებრაული ცეკვები. სცენაზე ვიხილეთ დახვეწილი გემოვნების მქონე მუსიკოსები, მომღერლები და მოცეკვავეები.

          ჯერ კიდევ ამერიკაში, ვიდრე საქართველოში გამოვფრინდებოდით, ჩემი შვილიშვილები პირობას მადებინებდნენ ქართულ ცეკვებსა და სიმღერებს ხომ გვაჩვენებ და მოგვასმენინებთო და აი ამ კონცერტმა აღფრთოვანებაში მოიყვანა ისინი.

         კონცერტი დაიწყო საქართველოსა და ისრაელის ჰიმნით. ყველანი მოგვხიბლა მშვენივრად შესრულებულმა ქართულმა სიმღერებმა და ცეკვებმა.

        მე პირადად აღტაცებაში მომიყვანა ცეკვამ “ხორუმი”. დამერწმუნებით ალბათ იმაში, რომ ჩემი ცხოვრების 84 წლის მანძილზე არა ერთხელ მექნება ნახული ეს ცეკვა, მაგრამ ვაღიარებ ამ სცენა-ზე დადგმულმა ცეკვამ, მისმა მხატვრულად გააზრებამ და შესრულებამ მეც აღმაფრთოვანა.

         კონცერტის დასასრულს ბ-ნმა შალვამ მთხოვა მეთქვა სიტყვა და მეც გულითადი მადლობა მოვახსენე სცენაზე მყოფ გოგონებსა და ბიჭებს, ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომელ-თაც მაღალი დონის ხელოვნება გვაჩვენეს. განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე კონცერტ-მაისტერს, დირიჟორს და ქორეოგრაფს ჩვენთვის მონიჭებული ასეთი დიდი სიამოვნებისათვის.

         აი ვინ ვიხილეთ სცენაზე:

         ანსამბლი „ადილა“, რომელიც 2000 წელს ჩამოყალიბდა და უკვე მეოთხედი საუკუნეა წარმა-ტებით ემსახურება ქართული ფოლკლორის შენარჩუნებასა და განვითარებას. ანსამბლის დამფუ-ძნებელი და ხელმძღვანელია მაიზერ გაზდელიანი, რომელიც ქართული ხალხური სიმღერის პო-პულარიზაციასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების მედ-ლით არის დაჯილდოებული.

        ქორეოგრაფიული ანსამბლი ,კოლხა" - ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი - ედუარდ მურცხვალა-ძე.

ისტორიული  ვიზიტი  30.4.26 - 13.5.26

        ამ ვიზიტის ლეიტმოტივი იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის მიწვევა სამეც-ნიერო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელ-თა ურთიერთობების ცენტრის“ საზეიმო გახსნას.

ვახშამი  კონცერტის  შემდეგ

        კონცერტის შემდეგ ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა ბ-ნმა შალვა კირთაძემ  მიგვიწვია ვახშამზე. უხერხულობაში ჩავვარდი. მე 30-ზე მეტი სული მახლდა თან.  ისინი ამერიკიდან და ისრაელიდან იყვნენ ჩამოსულები ჩემს დასაფასებლად და მათი მიტოვება ნამდვილად არ მსურ-და.   

       ბ-ნმა შალვამ იზრუნა იმისთვის, რომ ყველა მათგანი მოთავსებულიყ სუფრასათან. ჩემი თან-მხლები პირების გარდა რესტორანში მოწვეული იყო კიდევ 50 სულზე მეტი ბ-ნი შალვას მეგობ-რები და უნივერსიტეტის თანამშრომლები.

     დაუჯერებელი იყო ის ფაქტი, რომ ეს სუფრა ჩემდამი იყო მოძღვნილი და ამის შესახებ ილაპა-რაკა ბ-ნმა შალვამ (ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის რექტორმა) სუფრის გახსნის დროს.

       მან სუფრის თამადად დანიშნა ამავე უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი პროფ. ავთანდილ ნიკოლეიშვილი,  ხოლო მის მოადგილედ თბილისის უნივერსიტეტის ლექტორი ჯაბა სამუშია.  სუფრაზე მოწვეული იყო აგრეთვე უნივერსიტეტის "მამაო", რომელმაც სპეციალური სადღეგრძე-ლოთი აკურთხა ჩემი სახელობის ცენტრის გახსნა.

IMG_0009.JPG

ისტორიული  ვიზიტი  30.4.26 - 13.5.26

        ამ ვიზიტის ლეიტმოტივი იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის მიწვევა სამეც-ნიერო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელ-თა ურთიერთობების ცენტრის“ საზეიმო გახსნას.

ლ ე ჩ ხ უ მ შ ი

                                                                                  ლ ე ჩ ხ უ მ შ ი

       სამშაბათი 5 მაისი. დაგეგმილი იყო ლეჩხუმში გამგზავრება ლაილაშის მუნიციპალიტეტის მიწვევით. უნდა დაგვეთვალიერებინა ცაგერი, ლაილაშის ის უბნები სადაც ადრე ებრაელები ცხო-ვრობდნენ, სალოცავი და იაკობ სეფიაშვილის მიერ გამოყვანილი წყარო, რომელსაც „ოქრონიშის წყაროსაც“ ეძახიან.

       ჩვენთან ერთად უნდა წამოსულიყვნენ ბ-ნი შალვა კირთაძე (ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნი ვერსიტეტის რექტორი) და მისი მეგობრები.

       მამუკა აშვეთიამ გვაცნობა, რომ ლეჩხუმის მთებში ცუდი ამინდია და პატარა ბავშვებსა და მოხუცებს ძალიან გაუჭირდებათო. განსაკუთრებით ძნელი იქნებოდა ჩენთვის წყაროზე ჩასვლა.

ჩემი თანმხლები პირების უმრავლესობამ არჩია ლეჩხუმის მაგივრად ბათუმში წავსულიყავით.

ზოგიერთები ამინდის მიუხედავად მაინც გაემგზავრნენ ლაილაშში და იქედან ძალიან კმაყოფი-ლები დაბრუნდნენ. თან იქ გადაღებული კადრებიც ჩამოგვიტანეს, რომლის ნახვასაც გთავაზობთ.

ისტორიული  ვიზიტი  30.4.26 - 13.5.26

        ამ ვიზიტის ლეიტმოტივი იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის მიწვევა სამეც-ნიერო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელ-თა ურთიერთობების ცენტრის“ საზეიმო გახსნას.

ბ ა თ უ მ შ ი

                                                                              ბ ა თ უ მ შ ი

        სამშაბათი 5 მაისი. ჩვენ ვინც ლეჩხუმში ვერ წავედით ავტობუსით ბათუმისაკენ გავეშურეთ. შუადღე უკვე გადასული იყო და ბავშვებმა ისურვეს დელფინარიუმის დათვალიერება მოესწროთ.

როგორც იქნა მივაღწიეთ დელფინარიუმამდე და ვნახეთ, რომ ის სანახევროდ დაკეტილი იყო მიმ დინარე რემონტის გამო. დელფინების ნახვას ვერ მოვახეხებდით, რაზედაც გული ძალიან დაგვ-წყდა, მაგრამ სამაგიეროდ შესაძლებელი იყო აკვარიუმის დათვალიერება.

      გული რომ ვიჯერეთ, სადილობის დრო მოვიდა და დავიწყეთ ქაშერი რესტორნის ძებნა ბათუმ ში. „ხაბად“-ს ბათუმში ორი რესტორანი ჰქონია. ხორცეულისა და რძის ნაწარმისა. როგორც იქნა მივაგენით ხორცეულის რესტორანს და დაღლილები და მშივრები შემოვუსხდით სუფრას. აქაური ატმოსფერო ისეთ შთაბეჭდიებას ტოვებდა, თითქოს ისრაელში ვიყავით.

      ძვირფასი კერძები უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებდა. ქართველი მძღოლიც მოვიწვიეთ სუფრა-ზე და ებრაული კერძებით ძალიან კმაყოფილი დარჩა.

      მოსაღამოვდა. რესტორნიდან პირდაპირ ბათუმში ჩვენი ყოფილი სახლის სანახავად გავეშუ-რეთ.

      ძალიან ძლიერი, თავსხმა წვიმა წამოვიდა და ამიტომ სახლი ავტობუსის ფანჯრებიდან დავა-თვალიერეთ.

აქედან ჩვენი მეგობრისა და ნათესავის ალექსანდრე (საშა) დავიდოვის, (ჩვენი შალომიას) სანახავად გავემგავრეთ.

ისტორიული  ვიზიტი  30.4.26 - 13.5.26

        ამ ვიზიტის ლეიტმოტივი იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის მიწვევა სამეც-ნიერო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელ-თა ურთიერთობების ცენტრის“ საზეიმო გახსნას.

ალექსანდრე  (საშა)  დავიდოვთან

         ბათუმში ძალიან ძლიერი, თავსხმა წვიმა წამოვიდა და ამიტომ ჩვენი სახლი ავტობუსის ფან-ჯრებიდან დავათვალიერეთ.

         აქედან ჩვენი მეგობრისა და ნათესავის ალექსანდრე (საშა) დავიდოვის, (ჩვენი შალომიას) სანახავად გავემგავრეთ. ის მძიმე ავად იყო და მის უნახავად წასვლა არ შეგვეძლო. მე სიმა, შალო-მი, ნათელა, ისახარი და ეთერი წვიმის მიუხედავად გადავედით ავტობუსიდან.

         შვილიშვილები პატარებთან ერთად ავტობუსში დარჩნენ და გველოდნენ.  საშას ძალიან გაე-ხარდა ჩვენი ნახვა და თავისი ქართველი მეუღლე და ბავშვი გაგვაცნო. შესანიშნავი ოჯახი ჰქონია. საყვარელი მეუღლე და ბავშვი.

       საშას დანახვამ გული ძალიან დაგვწყვიტა და ცუდი წინთაგრძნობა გაგვიჩინა. (ორი თვის შემ დეგ გარდაიცვალა). ჩვენ მაინც კმაყოფილები ვიყავით მისი ნახვით. ფაქტიურად საბოლოო გამო-მშვიდება გამოვიდა მასთან.

ისტორიული  ვიზიტი  30.4.26 - 13.5.26

        ამ ვიზიტის ლეიტმოტივი იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის მიწვევა სამეც-ნიერო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელ-თა ურთიერთობების ცენტრის“ საზეიმო გახსნას.

დამშვიდობება  ყველასთან 

       ხუთშაბათი 7 მაისი. წყალტუბოში სასტუმროდან გამოვედით და ჩვენი ჩემოდნებიანათ ავტო-ბუსში მოვკალათდით. თბილისში გამგზავრებამდე ქუთაისის უნივერსიტეტისაკენ გავეშურეთ ჩვენს ძვირფას მასპინძლებთან გამოსამშვიდობებლად.

         მე, ისახარი და შალომი რექტორის კაბინეტისაკენ წავედით, სხვები ავტობუსში დარჩნენ. წვი-მდა და გარეთ გამოსვლა ქოლგის გარეშე არ შეიძლებოდა.

        უნივერსიტეტის რექტორი ბატონი შალვა კირთაძე თავის კაბინეტში გველოდა მეგობრებთან ერთად. აქ იყვნენ მამუკა აშვეთია, თემური სეფიაშვილი, მერაბი დათიაშვილი, ავთანდილ ნიკო-ლეიშვილი და სხვები.

        ჩვენ დიდი მადლობა გადავუხადეთ მასპინძლებს ასეთი ნამდვილად ისტორიული მიღები-სათვის. ისინი ზემო სართულიდან ქვემოთ ჩამოგყვნენ.

        ბ-ნმა შალვამ იმ მემორიალურ დაფასთან მიგვიყვანა სადაც ამოტვიფრული იყო უნივერსი-ტეტის მეგობრების სახელები და მათ შორის ჩემიც.

         გადავიღეთ სამახსოვრო სურათები და ავტობუსისკენ გავეშურეთ. ძლიერი წვიმა იყო და ბ-ნმა შალვამ იქვე გააჩინა ქოლგა და უნდა გენახათ იმ წვიმაში ერთ მხარეს ბ-ნი შალვა, უნივესიტე-ტის რექტორი და მეორე მხარეს ყოფილი რექტორი ავთანდილ ნიკოლეიშვილი ამომიდგნენ და ისე მიმიყვანეს ავტობუსის კარამდე. ეს იყო ჩვენი ისტორიული ვიზიტის ბრწყინვალე დაგვირ- გვინება.

          ავტობუსმა თბილისისაკენ აიღო გეზი.

ისტორიული  ვიზიტი  30.4.26 - 13.5.26

        ამ ვიზიტის ლეიტმოტივი იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის მიწვევა სამეც-ნიერო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელ-თა ურთიერთობების ცენტრის“ საზეიმო გახსნას.

თ ბ ი ლ ი ს შ ი

        ხუთშაბათი 7 მაისი. თბილისში რომ ჩამოვედით შუადღე დიდი ხნის გადასული იყო. ვიდრე ყველა დავაბინავე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტ“-ში მოსაღამოვდა. ჩვენ ძალიან დაღლილები ვიყავით და არსად წასვლა არ გვინდოდა.

        ახალგაზრდები იქვე თბილისის დასათვალირებლად გაიქცნენ, მათ ღამის თბილისის დათვა-ლიერება სურდათ და უკან ძალიან კმაყოფილები დაბრუნდნენ.

       ჩვენი მასპინძლობა ამჯერად საყოველთაოდ ცნობილმა ბიზნეს ვოუმენმა ნატალია კვანტა-ლიანმა ისურვა. ჩვენ ერთმანეთს ორ ათეულზე მეტი ხნის განმავლობაში ვიცნობდით. ის გაზეთ „ალია“ ს რედაქციაში  გვესტუმრა მაშინ, 2003 წელს, რეხოვოთში (ისრაელი).

      მე და ნატო ორივენი კულაშში დავიბადეთ და ამან დაგვაკავშირა. მას ძალიან უნდოდა საქარ-თველოში თუ ჩავიდოდი კულაშში მისი ოჯახის სტუმარი რომ ვყოფილიყავი.

       იყო კიდევ ერთი ფაქტორი რის გამოც ნატო ცდილობდა თბილისში ჩვენი მასპინძელი ყოფი-ლიყო. ამ დროს თბილისში დროებით იმყოფებოდა, ნატოს დედა - თალიკო ნიკურაძე. მე მასთან ერთად დავამთავრე ათწლედი კულაშში და აგერ უკვე 68 წელია ერთმანეთი არ გვინახავს.

         თალიკო ხშირად მახსენებდა ხოლმე ნატოსთან თუ როგორი წარჩინებული მოსწავლე ვიყავი სკოლაში და თუ როგორ ვეხმარებოდი მე ამხანაგ მოსწავლეებს. კულაშზე ჩემი წიგნის გავრცელე-ბის შემდეგ კი ამაყობდა რომ მე მისი თანაკლასელი ვიყავი.

        ეხლა როცა ორივე თანაკლასელი თბილისში ვიყავით ნატოს არ სურდა ჩვენ სხვაგან წავსული ყავით.

n-12.jpg
n-20.jpg
n-29.jpg
n-1.jpg

ისტორიული  ვიზიტი  30.4.26 - 13.5.26

        ამ ვიზიტის ლეიტმოტივი იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის მიწვევა სამეც-ნიერო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელ-თა ურთიერთობების ცენტრის“ საზეიმო გახსნას.

ნატალია  კვანტალიანთან

         ჩავედით თუ არა თბილისში ნატო იქვე დაგვიკავშირდა და მთხოვა სიმასთან ერთად სასტუ-მროს რესტორანში შევხვედროდით.

        დაღლილობის მიუხედავად ჩავედით და ნატომ შემოგვთავაზა ყველაზე ძვირფასი კერძები იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენ გვეჭმეოდა. ნატო კულაშში ებრაელების გვერდით იზრდებოდა და მშვენივრად იცოდა ქაშრუთის წესები.

       რესტორანში საუბრის დროს ნატომ მკითხა, თუ რა გეგმები მქონდა მე თბილისში და მთხოვა კორექტივები შემეტანა მასში ვინაიდან ის აპირებდა მომავალი დღეები ჩვენთვის მოეძღვნა და მაქსიმალური სიამოვნება მოენიჭებინა ჩვენთვის თბილისისა და მისი შემოგარენის დათვალიე-რებით.

         ამას მთავაზობდა ქალი, რომელსაც ერთი წუთიც კი არა აქვს თავისუფალი და დღე და ღამე განუწყვეტლივ მუშაობს. ის ერთდროულად პატრონობს 47 პროექტს საქართველოს სხვა და სხვა კუთხეში. გორი, სამტრედია, თბილისი, ბორჯომი და სხვები ყოველ წუთას ურეკავენ და თხოვენ რაღაცას.

        ეს არის ქალი, რომელმაც არაფრისგან დაიწყო და საქმიანი იმპერია შექმნა. ჩემი შეფასებით მისი პროექტები ათობით, ან ასობით მილიონი დოლარით შეფასდება ალბათ.

         მის ოჯახში საუბრის დროს ნატალია გამოგვიტყდა, რომ ყველაფერი ქალის ბერეტების ქსო-ვითა და მათი გაყიდვით დაიწყო. მას ის კულაშელი ებრაელები დაეხმარა, რომელთა გვერდითაც ის ცხოვრობდა. ამიტომ ნატო დღესაც განუყრელ კავშირშია ებრაელებთან. უფრო მეტიც, მისი ყვე ლაზე დიდი კომპანიონი, ამერიკელი ებრაელია.

2.jpg
n-23.jpg
n-39.jpg

ისტორიული  ვიზიტი  30.4.26 - 13.5.26

        ამ ვიზიტის ლეიტმოტივი იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის მიწვევა სამეც-ნიერო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელ-თა ურთიერთობების ცენტრის“ საზეიმო გახსნას.

საღამო  "ქორთიარდ  მარიოტ"-ში

        შაბათ დილით ლოცვისა და კიდუშის შემდეგ ისევ ჩვენთან ვისაუზმეთ და დასასვენებლად მოვემზადეთ.

        ჯერ კიდევ საღამოს 5 საათი არ იყო რომ სასტუმროში ქვედა სართულზე მდებარე საკონცერ-ტო დარბაზში ჩავედით. აქ უკვე შეკრებილიყო საზოგადოების დიდი ნაწილი.

        საქმეში გართულმა ნატომ როგორც კი დამინახა იქვე ჩემკენ გამოექანა, ხელი ჩამხვია და ქალ-თა ორგანიზაციის პრეზიდენტს ქ-ნ ევა ბაბალაშვილს წარუდგინა ჩემი თავი. ქ-ნმა ევამ კი თავის მხრივ გამაცნო ორგანიზაციის სახელოვანი პირები. ადრეც ვიცოდი, რომ ეს ქალბატონები მთელ თბილისში და საქართველოში საკმაოდ ცნობილი პიროვნებები იყვნენ.

         ნატომ მის დედიკოსთან ქ-ნ თალიკო ნიკურაძესთან მიმიყვანა. ჩვენ თბილად მივესალმეთ ერთმანეთს და ნატომ იზრუნა რომ მე და ჩემი მეუღლე სიმა თალიკოს გვერდით დავმსხდარიყა-ვით.

       თვალი რომ მოვავლე დარბაზს იქვე შევნიშნე პროფესორები ლალი გულედანი, ეთერი თოფჩი აშვილი, მარინე სოლომონიშვილი, მარი სარა გოლდი, ნინა ჩიხლაძე, პოეტი თენგო ფანცულაია (კულაშში დაბადებული და რომელმაც უფრო მოგვიანებით კულაშელი ებრაელებისადმი მიძღვ-ნილი ლექსი წაიკითხა, ჩემდამი მისასალმებელი სიტყვის წარმოთქმის დროს), ბაია ამაშუკელი (ჩემი მეგობრისა და ძმადნაფიცის, დიდი პოეტის, რეზო ამაშუკელის ქალიშვილი), ბიზნესმენი მეირ შავიტი, თბილისის სინაგოგის გაბაი და ებრაული სალოცავების მკვლევარი საქართველოში მერაბ ჩანჩალაშვილი და კიდევ ბევრი სხვა.

         აქ იყვნენ გაზეთების და ტელევიზიის ჟურნალისტები და ბავშვთა ანსამბლი (მომღერალთა გუნდი).

f-2.jpeg
f-1.jpeg
f-3.jpeg
f-4.jpeg
n-17.jpg
n-24.jpg

ისტორიული  ვიზიტი  30.4.26 - 13.5.26

        ამ ვიზიტის ლეიტმოტივი იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის მიწვევა სამეც-ნიერო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელ-თა ურთიერთობების ცენტრის“ საზეიმო გახსნას.

საქართველოს  ტელევიზიაში

          საღამო გახსნა ქ-ნმა ევა ბაბალაშვილმა (საქართველოს ქალთა ორგანიზაციის პრეზიდენტმა) და მადლობა გადაუხადა საპატიო სტუმრებს: ისრაელის ელჩს საქართველოში ვალიდ ბუ ხაიას, ინდოეთის საელჩოს წარმომადგენელს და სხვებს მობრძანებისთვის.

         მან მოახსენა შეკრებილ საზოგადოებას, რომ ეს საღამო ეძღვნება აბრაამ საპირ-სეფიაშვილს, რომელსაც დიდი დამსახურება აქვს ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობების საკითხში. მომ-ღერალ ბავშვთა გუნდმა შეასრულა ჯერ საქართველოს და შემდეგ ისრაელის ჰიმნი.

           ისრაელის ელჩი თბილი სიტყვებით მიესალმა აბრაამ საპირს და აღნიშნა, რომ საქართვე-ლოში ის თავს ისე გრძნობს, როგორც ისრაელში და ახლა მისი გვარი „ვალიდაშვილია“.

         მილიციის ყოფილმა პოლკოვნიკმა, კულაშელმა პოეტმა თენგო ფანცულაიამ თავის ამაღელ-ვებელ გამოსვლაში წაიკითხა კულაშლებისადმი მიძღვნილი ლექსი, რომელშიც ასახულია ის თბილი ურთიერთობა რომელიც არსებობდა კულაშელ ებრაელებსა და მეზობელ ქართველებს შორის.

         აი როგორ გააშუქა ეს საღამო სატელევიზიო არხმა „იმედი-ნიუს“ თავისი ახალი ამბების გადაცემაში.

ისტორიული  ვიზიტი  30.4.26 - 13.5.26

        ამ ვიზიტის ლეიტმოტივი იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის მიწვევა სამეც-ნიერო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელ-თა ურთიერთობების ცენტრის“ საზეიმო გახსნას.

აბრაამ  საპირთან  შეხვედრის  მსვლელობა

          შაბათი 9 მაისი საღამოზე მსმენელები დაატკბო ბავშვთა მომღერალთა გუნდმა, რომელმაც შეასრულა ებრაული და ქართული სიმღერები. ნაჩვენები იქნა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ესთა“ საქართველოს ქალთა კონგრესის საქმიანობის შესახებ. ამ ორგანიხაციის პრეზიდენ ტია ქ-ნი ევა ბაბალაშვილი, ხოლო ვიცე პრეზიდენტი ქ-ნი ნატალია კვანტალიანი. აბრაამ საპირს მიესალმა და სიტყვით მიმართა გამომცემელმა და ჟურნალისტმა მერაბ ჩანჩალაშვილმა,           

         თბილისის სინაგოგის გაბაიმ, საქართველოში ებრაულ სალოცავებსა და სასაფლაობზე დიდ-მა მზრუნველმა. მან აბრაამს საჩუქრად გადასცა წიგნი „სინაგოგები საქართველოში“ და მის მიერ გამოცემული წიგნი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ებრაელთა შესახებ და აღნიშნა რომ ან წიგნში მოხსენიებუ-ლია 5000-მდე ქართველი ებრაელი, რომლებიც ომიდან უკან არ დაბ-რუნებულან. აბრაამის მისამართით თბილი სიტყვა წარმოთქვა ბაია ამაშუკელმა და ხაზი გაუსვა მათი ოჯახის კავშირს ათეულობით წლების განმავ-ლობაში სიმასთან და აბრაამთან და მისი მამის რეზოს მეგობრობას. - მამა დიდ ვაჟკაცს ეძახდა აბრაამს - თქვა მან.

ისტორიული  ვიზიტი  30.4.26 - 13.5.26

        ამ ვიზიტის ლეიტმოტივი იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის მიწვევა სამეც-ნიერო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელ-თა ურთიერთობების ცენტრის“ საზეიმო გახსნას.

ნარდის  ტურნირი  ნატალია  კვანტალიანის  ოჯახში

        საღამოს დასასრულს ნატომ თავისი უმაღლესი კლასის მანქანით მის დედიკოსთან ერთად წაგვიყვანა თბილისის რეზიდენციაში, ამ სახლს სხვანაირად ვერ უწოდებ.

        გზაში ნატო დიდი აღფრთოვანებით მიყვებოდა, რომ დედამისი ნარდის თამაშის დიდი მოყ-ვარულია და რომ ვერცერთი მისი დაქალი ვერ ჯობნის. ვინაიდან მეც ნარდის თამაშის დიდი მო-ყვარული გახლავართ, ნატომ ვახშმის სუფრის გაწყობამდე სპეციალური ტურნირი დააწესა ჩვენ ორ თანაკლასელს შორის. გამარჯვებული სახელოვან პრიზს მიიღებდა საჩუქრად.

        ერთ საათიანი პაექრობის შემდეგ ნატომ საზეიმოდ გადმომცა საჩუქრად წაბლის ხისგან დამ-ზადებული ნარდი, რომელიც დღეს ამერიკაში ჩემს სალონს ამშვენებს.

       ჩემმა თანაკლასელმა თალიკო ნიკურაძემ კი თავის ხელით დამზადებული ბოთლი არაყი მა-ჩუქა, რომელსაც თალიკოს სურათი ამშვენებს.

        თალიკომ პირობა დამადებინა რომ ტურნირს კულაშში განვაგრძობთ როცა მე იქ ჩავალ.

        მშვენივრად გაწყობილი სუფრა მზად იყო სტუმრების მისაღებად და იმათმაც არ დააგვიანეს.

ნატო არ გამიმხილა თუ ვის ელოდა, მაგრამ როცა ისინი მოვიდნენ იქვე ვიცანი ჩემი მკვიდრი ნა-თესავი, ბიზნესმენი ავი მილერი (მირილაშვილი), ყოფილი კულაშელი რომელიც დიდი ხანია არ მენახა. მას ისრაელიდან თბილისში ჩამოუყვანია თავისი 7-8 თანამშრომელი შვებულების აქ გასა-ტარებლად.

        ისრაელებს ძალიან გაეხარდათ, რომ ჩვენც ივრითულად მოლაპარაკენი ვიყავთ და ნატო რომ არ „დაგვეჩაგრა“, თარჯიმნობა ავიმ იკისრა.

       მშვენიერი ვახშამი გვიან ღამით დამთავრდა. სასტუმროში უკან დაბრუნებისას ნატომ პირობა დაგვადებინა რომ ხვალ, კვირას, თელავში წავიდოდით.

ტურნირი ნარდში.jpg
n-2.jpg

ისტორიული  ვიზიტი  30.4.26 - 13.5.26

        ამ ვიზიტის ლეიტმოტივი იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის მიწვევა სამეც-ნიერო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელ-თა ურთიერთობების ცენტრის“ საზეიმო გახსნას.

გასეირნება  ნატალია  კვანტალიანთან  ერთად

        კვირა 2026 წლის 10 მაისი. შუადღისას ნატომ სასტუმროში მოგვაკითხა და შეგვახსენა, რომ დღეს თბილისსა და მის შემოგარენს დავათვალიერებდით. ნატოს დედა ჩემი თანაკლასელი ჯა-ნიკო (თალიკო) ნიკურაძე მანქანაში გველოდებოდა.

      პირველ რიგში ნატომ ის ადგილები დაგვათვალიერებინა თბილისში სადაც მისი პროექტებით მიმდინარეობდა მშენებლობა. ეს ადგილები თბილისის ყველაზე ექსლუზიური ადგილები იყო.

მთაწმინდაზეც აგვიყვანა და ფუნიკულიორიც დაგვათვალიერებინა. აქვე ახლოს იყო მისი კიდევ ერთი პროექტი. მან მოგვითხრო, რომ გორის რაიონში ათასობით ცხვარი დაუდის და რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწა აქვს საკუთრებაში.

       სწორედ ამ დღეებში დამთავრდება ბორჯომში მისი სასტუმროს კეთილმოწყობა და სურს, რომ მისი პირველი სტუმრები ყოფილი კულაშლები იყვნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და ისრაელიდან. თან დიდ შეღავათებს პირდება მათ.

        კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც ის მალე გახსნის სამტრედიაში. ეს იქნება გასართობი და დასასვენებელი ადგილი დიდი და პატარა აუზით, სადაც ოჯახებს შეეძლებათ ერთად დაისვენონ.

თბილისიდან თელავისკენ გავემგზავრეთ. კახეთის გული თელავი კიდევ უფრო გალამაზებულა. შემოვიარეთ ქალაქის ყველა კუთხე და რესტორან „მარან“-ში გავჩერდით.

        მოგვხიბლა რესტორნის წინ მდებარე ბაღმა. ეს იყო ულამაზესი სანახაობა და ნატომ ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა სამახსოვრო სურათები გადაგვეღო. სასტუმროში რომ დავბრუნდით ნა-ტოსა და თალიკოს თბილად დავემშვიდობეთ და მადლობა გადავუხადეთ საუკეთესო მასპინძლო ბისათვის.

        ნატომ პირობა დაგვადებინა, რომ სულ მალე ისევ ჩამოვიდოდით საქართველოში, ბორჯომში მის სასტუმროში დავისვენებით და კულაშში მისი სტუმრები ვიქნებოდით.

IMG_9732.jpeg

ისტორიული  ვიზიტი  30.4.26 - 13.5.26

        ამ ვიზიტის ლეიტმოტივი იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის მიწვევა სამეც-ნიერო კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა „აბრაამ საპირის სახელობის ქართველთა და ებრაელ-თა ურთიერთობების ცენტრის“ საზეიმო გახსნას.

რეზო  ამაშუკელის  საფლავის  მონახულება

ორშაბათი 11 მაისი. ჩვენ ისევ თბილისში ვართ. არ შეგვეძლო უკან ნიუ-იორკში ისე დავბრუნებულიყა-ვით, რომ ჩემი მეგობრისა და ძმადნაფიცის, საქარ-თველოს უდიდესი პატრიოტის, დიდი პოეტის რეზო ამაშუკელის საფლავი არ გვენახა.

ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისგან გამოთხოვება ვერ შევძელი და ახლა, როცა თბილისში ვარ ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი, რომ მისი საფლავი არ მენახა.

ბაიას დავუკავშირდი და დახმარება ვთხოვე. გული-კოს (რეზოს მეუღლის) მონახულებაც გვინდოდა, მაგ-რამ მე მ-5 სართულზე ფეხით ასვლა არ შემეძლო. გუ-ლიკო კი დაბლა არ ჩამოდიოდა თურმე. სიმა და გუ-ლიკო ათეული წლებია დებივით არიან და უხერ-ხულად ვგრძნობდი თავს.

გამოსავალი ისევ ბაიამ გამონახა. ის და მისი ქა-ლიშვილი დაუკავშირდებოდნენ გულიკოს და თხოვ-დნენ მას გამოგვყოლოდა რეზოს საფლავის მოსანახუ-ლებლად.

გულიკომ როგორც კი გაიგო ჩვენი იქ ყოფნა მაქ-სიმალური ძალისხმევა გამოიჩინა, რომ ჩვენ ვენახეთ.

და აი ჩვენ გულიკოსთან, ბაიასთან და მის ქალი-შვილთან ერთად თბილისის ერთერთ კერძო სასაფ-ლაოს მივადექით.

ვარდებით შევამკეთ რეზოს საფლავი და მოვიგონეთ ერთად გატარებული დრო, სუფრა რეზოსა და ჩემს ოჯახში ათეული წლების განმავლობაში. პირობა დავ-დე რომ ჩვენს ოჯახებს შორის კავშირი კვლავ გაგრ-ძელდება.

სასაფლაოდან უკან გამობრუნების შემდეგ გულიკოს ისე გაუჭირდა სიმასთან დაშორება, რომ გვთხოვა ცო-ტა ხანი დავრჩენილიყავით მასთან.

რესტორანში დავსხედით და გულიკო ისევე გაგვი-მასპინძლდა, როგორც თავის სახლში ძველად, გაგო-ნებაც კი არ ისურვა, რომ ხარჯი მე გადამეხადა.

ამდენი ხნის გასვლის მიუხედავად გულიკოს შავები არ გაუხდია. ის იყო ნამდვილი ოჯახის ბურჯის, პა-ტიოსნების და ძველებური ქართველი ქალის ლეჩაქის განსახიერება. განათლებული, პედაგოგი ქალის ასეთ მდგომარეობაში ხილვა დღევანდელ სინამდვილეში, შეიძლება ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ ჩვენთ-ვის კარგად იყო ცნობილი, თუ როგორ უყვარდა მას მეუღლე რეზო და თავისი ოჯახი, ქალიშვილი ბაია, შვილიშვილები და შვილთაშვილები. ისინი მისი გაზ-რდილები არიან და კიდეც აფასებენ მას.

ბაია-3.jpg
ბაია-1.jpg
r-3.jpg
r-1.jpg
r-2.jpg
როცა  რეზო  ამაშუკელი  ცოცხალი  იყო
bottom of page