A8 ხ ე ლ ო ვ ნ ე ბ ა - 2 (გაგრძ)
მ უ ს ი კ ა
სექციების სათაურების სია
რ ო გ ო რ ვ ე ძ ე ბ ო თ
თუ გსურთ მოძებნოთ ენციკლოპედიაში, რომელიმე პიროვნება ან თემა, ზემოთ, პირველ სტრიქონში (ყვითელი ფერის) დააკლიკეთ თქვენთვის სასურველ ენციკლოპედიის განყოფილებას (თემას),. (დაელოდეთ 1-2 წამი), თქვენს წინაშე წარმოსდგება თქვენს მიერ არჩეული განყოფილება (ფურცელი) სადაც ჩამოთვლილია სათაურების სია.
სათაურების სიაში. აირჩიეთ (დააკლიკეთ) ნებისმიერ სათაურს და ის ავტომატურად გაიხსნება.
1 კომპოზიტორი იოსეფ ბარდანაშვილი
2 თემური ყვითელაშვილი - ვირტუოზი გიტარისტი და მომღერალი
3 კომპოზიტორი და მომღერალი ჯემალ სეფიაშვილი
8 ბადრი კაკიაშვილი - "მამამ მასწავლა"
10 ხალხისა და სცენის სიყვარულში
13 მერაბ კრიხელი - ახალგაზრდა რეჟისორი
14 იოსეფ კრიხელი - სპეტაკი სულის შემოქმედი
15 დიდი მუსიკოსი თამაზი ნემსაძე და პოპულარული მომერალი ბუჭუნა მოშიაშვილი
18 ოქროს ხელები
19 ხელოვნება. ამონარიდი აბრაამ საპირის წიგნიდან "ალიის 40 წელი"
20 ბაიათების ოსტატი - ხანანელ ჯანაშვილი
23 მალვინა შამელაშვილი - ქორეოგრაფი, მოცეკვავე
26 არქიტექტორი დავით დავითაშვილი
28 სატირულ-იუმორისტული თეატრი აშკელონში
29 შეხვედრა მსახიობ აბტალიონ შალელაშვილთან
30 ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლები
31 "ქოქაბ აზააბ" და "მონტე-კარლო"
36 ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი "შამპანია"
37 ესტრადის ვარსკვლავი - ილია მაწკეპლიშვილი
38 ონიდან ისრაელში ამოსულებისადმი მიძღვნილი კონცერტი
39 ცეკვა ქართული - მანანა სეფიაშვილი და გურამ მიხელაშვილი
40 მუსკომედიის თეატრი - "ისრაელის კურორტები"
41 მამა-შვილი ერთსა და იმავე სცენაზე - ბადრიდა ხანანელ ჯანაშვილები
42 მედოლე და ბაიათების ოსტატი - ხანანელ ჯანაშვილი
43 ონელებს მიესალმება - მერი ამშიკაშვილი
44 ვირტუოზი მუსიკოსი - რაფიელ ბარუხოვი
45 სიტყვას ამბობს თინა შიმშილაშვილი
47 მუსიკალური კომედისს თეატრის დადგმა - "ვისი კაცი ხარ ?"
48 სიტყვას წარმოთქვამს აბრაამ საპირ (სეფიაშვილი)
49 მარიკ აბრამოვი - ჭიანურის ოსტატი
50 ზური ბოთერაშვილ;ის სკეტჩი - "დაჩაგრული ქმრები"
51 სიტყვას ამბობს ჟურნალისტი - რუსუდან შიმშილაშვილი
55 ქუთაისიდან ისრაელში ამოსულებისადმო მიძღვნილი საღამო კონცერტი
57 "შალახო" - ქართველ ებრაელთა საყვარელი ცეკვა
59 ხალხური შემოქმედების მარგალიტები
60 ზური ბოთერაშვილის სკეტჩი - "ფესახის გადადება"
61 მღერის გარი ელიშაყაშვილი კულაშიდან
63 სატირულ-იუმორისტული თეატრი (აფიშა)
65 ეთერი კაცობაშვილი - საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი
68 შესანიშნავი გიტარისტი სოსო შამელაშვილი
69 ხელოვანთა ისტორიული სურათები
70 მსახიობი ზებულონ მოშიაშვილი
72 მომღერალი ავთო (ავთანდილ) ქოსაშვილი
73 ქორეოგრაფ შოთა წვენიაშვილის საიუბილეო საღამო ხაიფაში
74
მ უ ს ი კ ა
იოსეფ ბარდანაშვილი






ქართველ ებრაელთა თემის ერთერთი სახელოვანი ოჯახი : ბაბუა ბენო ბარდანაშვილი (მექუდე), იუზა ბარდანაშვილი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი (მაიორის ჩინით) და მხატვარი, მისი მეუღლე სარა ბარდანაშვილი (მეგრელიშვილი) – ისტორიკოსი, შვილები რუბენი – არქიტექტორი, იოსებ (სოსო) – კომპოზიტორი, მერაბი – ინჟინერი

თემურ ყვითელაშვილი
ვირტუოზი გიტარისტი – კომპოზიტორი, მომღერალი
ბიოგრაფია
დაბადების თარიღი : 4 ივლისი 1960 წელი (61 წლის ) დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვირტუოზი გიტარისტი, კომპოზიტორი, მომღერალი, არანჟირებების ავტორი თემურ ყვითელაშვილი არის თვითნასწავლი გიტარისტი. იგი მუსიკალური განათლების გარეშე დამოუკიდებლად დაეუფლა გიტარაზე დაკვრას და გამოიმუშავა გიტარაზე დაკვრის საკუთარი სტილი; არის პირველი ქართველი გიტარისტი საქართველოში, რომელმაც 1975 წლიდან დაიწყო ქართული კლასიკური და თანამედროვე მუსიკის დამუშავება და ტრანსკრიპციების შექმნა ელექტრო გიტარისთვის; აგრეთვე შექმნა ტრანსკრიპციები და დაამუშავა ელექტრო გიტარისთვის მსოფლიო კლასიკოსების: ბახის, მოცარტის, პაგანინის, შუბერტის, რიმსკი-კორსაკოვის, შოპენის და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები; არის პირველი ინსტრუმენტალისტი საქართველოში, რომელმაც ჩაატარა სოლო კონცერტი თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში; სოლო კარიერის პარალელურად თანამშრომლობდა ცნობილ და აღიარებულ ინსტრუმენტალისტებთან, ვოკალისტებთან და ანსამბლებთან როგორც საქართველოში, ისე ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ; 1985 წლიდან უკვე ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო გიტარისტად ყოფილი საბჭოთა კავშირის და ბალტიის პირეთის ქვეყნების ტერიტორიაზე; მრავალი წლის განმავლობაში იყო და არის მსოფლიოში ცნობილი და პრესტიჟული გიტარების და მუსიკალური აღჭურვილობის ბრენდების სახე, მას ყოველწლიურად იწვევენ ისეთ პრესტიჟულ გამოფენებზე როგორებიც არის: “NAMM Show”, “NAMM Musikmesse”, “Moscow – Music “; მისი მუსიკა და კონცერტები ხშირად გადაიცემა რადიოთი და ტელევიზიით; საქართველოს საზოგადოებრივ ტელევიზიაში იყო ავტორი და წამყვანი გადაცემის: “თანამედროვე მსოფლიო საგიტარო ხელოვნება”, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა; თ. ყვითელაშვილის სახელი შეტანილია ბიოგრაფიულ ცნობარსა და ენციკლოპედიაში: “ვინ ვინაა საქართველოში”, “საქართველოს მუსიკალური ენციკლოპედია”; მის მიერ შესრულებული რამდენიმე კომპოზიცია შესულია მსოფლიოს საუკეთესო გიტარისტების აუდიო კრებულებში და გამოცემულია CD-ის სახით; სოლო კონცერტებით და მასტერკლასებით გასტროლებზე იმყოფებოდა ისეთ ქვეყნებში როგორებიც არის: აშშ, კანადა, ინგლისი, ავსტრალია, იაპონია, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ისრაელი, ავსტრია, ბელგია, შვედეთი, რუსეთი, გერმანია, უკრაინა, ყაზახეთი, ბალტიის პირეთის ქვეყნები და მრავალი სხვა; სოლო კონცერტები აქვს ჩატარებული ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში როგორებიც არის: “Carnegie Hall “, “Birdland “, “The Baked Potato “, “La Ve Lee”, “Дом Музыки “, “Iridium ” და მრავალი სხვა; სპეციალური სტუმრის სტატუსით გამოდიოდა ისეთ ლეგენდარულ გიტარისტებთან ერთად როგორებიც არიან: Allan Holdsworth, Les Paul , Scott Henderson, Tommy Emmanuel, Michael Angelo Batio და სხვა. თ. ყვითელაშვილს ჩაწერილი აქვს 9 სოლო ალბომი.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
-
2019 – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს “საპატიო სიგელი”
-
2018 – ისრაელის სახელმწიფოს “საპატიო სიგელი “
-
2013 – თბილისის საპატიო მოქალაქე
-
2013 – ახალციხის საპატიო მოქალაქე
-
2004 – მსოფლიო რეკორდი -“გინესის რეკორდების წიგნი ” (ქ. ანგარსკი, რუსეთი)
30 საათი შეუჩერებელი დაკვრა გიტარაზე -
1998 – ღირსების ორდენი
-
1996 – საქართველოს საუკეთესო ინსტრუმენტალისტი
-
1994 – წლის საუკეთესო გიტარისტი, ნომინაცია “ფიუჟენ” (“Fusion”) (ქ. ლოს ანჯელესი, აშშ)
თუ რას წერს მასზე ვიკიპედია იხ, ბმულზე:
.jpg)

თემურ ყვითელაშვილი – “ისრაელის ჰიმნი – ჰათიკვა (იმედი)”
თემურ ყვითელაშვილი – “ოქროს იერუშალაიმი” (“იერუშალაიმ შელ ზააბ”)


თემურ ყვითელაშვილი – “ყვავილების ქვეყანა”





კომპოზიტორი და მომღერალი – ჯემალ სეფიაშვილი
