top of page
A 2   ებრაელთა (ქართველ ებრაელთა) ისტორია - 4 

სექციების  სათაურების  სია

​

რ ო გ ო რ   ვ ე ძ ე ბ ო თ

​

     თუ გსურთ მოძებნოთ ენციკლოპედიაში, რომელიმე პიროვნება ან თემა, ზემოთ, პირველ სტრიქონში (ყვითელი ფერის) დააკლიკეთ თქვენთვის სასურველ ენციკლოპედიის განყოფილებას (თემას),.  (დაელოდეთ 1-2 წამი), თქვენს წინაშე წარმოსდგება თქვენს მიერ არჩეული განყოფილება (ფურცელი) სადაც ჩამოთვლილია სათაურების სია. 

         სათაურების სიაში. აირჩიეთ  (დააკლიკეთ) ნებისმიერ სათაურს და ის ავტომატურად გაიხსნება.

1   18 ებრაელის წერილის ხელმომწერლები 

2   ხახამ სიმონ ფიჩხაძის სახლი ქუთაისში

3   გალაქტიონ ტაბიძის ლექსი

4   რაბი ბობი აშუროვი

5   "ებრაელი"  -  ქართველ ებრაელთა ისტორია

6   ქუთაისი  -  ხანძარი ებრაელთა უბანში

7   ებრაელები სუჯუნიდან

8   ქართველ ებრაელთა გმირობა საქართველოში 1616 წელს

9   აბრაამ საპირ (სეფიაშვილის) შემოქმედების დემონსტრირება აშდოდის (ისრაელი) კულტურის

     ცენტრში

10  2023 წლის 7 ოქტომბერი ისრაელში

11  ებრაელები პოლონეთში

12   ქართველ ებრაელთა დღე (21) აშდოდში 8.10.2025

13  დიდი დამსახურების მქონე 12 ქართველი ებრაელი

14  ქართველი ებრაელები მსოფლიოში

15  გურჯაანელი ებრაელები

16  ოლთისის ბრძოლა  -  ებრაელთა გმირობა  -  1616 წელი

17  ქართველი ებრაელები ქუთაისში

18  თელაველ ებრაელთა საინტერესო ისტორია - ანია ზალმანსონის ფილმი  2020 წ.

19  ამერიკა-ირანის კონფლიქტი

20  ქართველი ებრაელების ისტორია

21  ისრაელის ისტორია

22  მენავთე

23  კულაშელი მომღერალი დანიელა ურია

24  საქართველოს ებრაელთა  ისტორია  -  მცხეთა

25

26

​

18  ებრაელის  წერილის  ხელმომწერლები 

​​

     ,,18 ებრაელის" წერილის ხელისმომწერები: ელაშვილი, ელუაშვილი, ხიხინაშვილი, ჩიკვაშვი-ლი, მიხელაშვილი, თეთრუაშვილი, ბებერაშვილი, წიწუაშვილი, ელაშვილი, იაკობიშვილი, ელა-შვილი, ბატონიაშვილი, მიხაილაშვილი, ჩიკვაშვილი, წიწუაშვილი, ელაშვილი, მიხელაშვილი, წიწუაშვილი.

18 ებრაელი.jpg

ხახამ  სიმონ  ფიჩხაძის  სახლი  ქუთაისში​

Mamuka Ashvetia
13 ოქტომბერი, 2018 ·
აგების თარიღი - მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი. 🇬🇪🇮🇱
სტატუსის მინიჭების თარიღი - 2008 წელი.
მისამართი - გაპონოვის ქუჩა №3.

    ორსართულიანი ქვის სახლი მოცილებულია მჭიდრო განაშენიანებას და თავისუფლად არის განლაგებული სივრცეში. მისი მთავარი, თბილი ტონალობის ეკლარის ქვით მოპირკეთებული ფასადი, ქუჩისკენ არის მიმართული. წყობა რეგულარულია, რიგების ჰორიზონტალობის დაცვით. საფასადე კომპოზიცია სიმეტრიულია, ცენტრი და კუთხეები პილასტრებით არის გამოყოფილი. საფასადე სიბრტყე თაღოვანი ღიობებით რეგულარულად არის დანაწევრებული.
     ორივე სართულზე ორ-ორი შესასვლელია მოქცეული, რომლის აქეთ და იქით თითო სარკმელია გაჭრილი. ცენტრში განთავსებული შესასვლელი განიერი თაღოვანი, პროფილირებულ ჩარჩოშემოვლებული სარკმლებით არის ფლანკირებული. სართულები ერთმანეთისგან მძლავრი, შვერილი კარნიზით გაიმიჯნება. II სართულის ფასადის კომპოზიცია ანალოგიურია. ფასადს განიერი აივანი მიუყვებოდა, ამჟამად მისი კვალია შემორჩენილი. II სართულის ღიობები პროფილირებული, თაღოვანი ფრონტონით სრულდება. გვერდითა მარცხენა ფასადის I სართული შელესილია. II სართულზე ანალოგიურად გაფორმებული სარკმლების რიგია დაცული.
     მეორე სართული ეზოს, ორმარშიანი გვიანი კიბით უკავშირდება. უკანა მხრიდან შენობას აგურის მინაშენი აქვს მიდგმული. მარჯვენა მხრიდან კი, ქუჩის პირზევე აღმართული, გვიანი სათავსო ერთვის.
  იზოლირებულად მდგარი ეს შენობა გამორჩეულია თავისი თავისუფალი განთავსებით სივრცეში, რაც იშვიათობაა ქალაქის მჭიდროდ განაშენიანებულ უბნებისთვის, თუმცა თავისი მასშტაბით და მხატვრული გადაწყვეტით იგი ეპასუხება ქუთაისში გავრცელებულ იმ შენობათა რიცხვს, რომელიც ძირითადად აყალიბებდა ქალაქის ცენტრალური ნაწილის მიმდებარე უბნების განაშენიანების ხასიათსა და მასშტაბს.

ხახამ ს. ფიჩხაძე.jpg
ხახამ ფიჩხაძე.jpg

Cisana Sepiashvili
     პირველ სართულზე ცხოვრობდნენ განათლებული ფიჩხაძეების ოჯახი. ლექტორი შოთა ფიჩხაძე, მისივე განათლებული ორი ვაჟით და ქალიშვილით. ძვირფასი მეუღლით. (ლოლია).  მეორე სართუ-ლზე ასევე ბრწყინვალე ოჯახი ცხოვრობდა  (იაკობიშვილები).

​

სურათზე: ქვემოდან ზემოთ მეორე რიგში, მარჯვნიდან მესამე - ხახამ სიმონ ფიჩხაძე, სახლის თავდაპირველი მფლობელი.

Mamuka Ashvetia-მ(ა) დაამატა ახალი ფოტო ალბომში: ქუთაისი - Kutaisi.

17 ნოემბერი, 2023  · 

​​

რა კარგი იყო ქუჩა ბალახვნის,

ხმები ისმოდა მრავალი არღნის,

არ იყო მაშინ ავტომობილი,

არცა ძახილი მაუდის ქარხნის.

შეაჩერებდა რა თვის ფაეტონს,

მეეტლე მუშტარს უცდიდა ამ დროს.

- ვინ მოხვალთ, ხონსუ, ხონსუ, ო, ხონსუ! -

კოფოზე მდგარი გასძახდა მთა-გორს.

ასე ძვირფასი ტენორის მქონეს

არვინ უსმენდა მეეტლეს ხონელს.

- ვინ მოხვალთ, ხონსუ! - იძახდა, მაგრამ

სჩანდა, ამაოდ ჰკარგავდა ღონეს.

ამ დროს მოესმა - მოვალთ, გიშველით!

მალე ჯიბემჭლე და თავშიშველი

ლხენით, სიმღერით - იმ ხონის გზაზე

მივქროდით მე და სარაჯიშვილი.

                გალაკტიონ ტაბიძე

გალაქტიონი.jpg

Mamuka Ashvetia-მ(ა) დაამატა ახალი ფოტო ალბომში: ებრაული მემკვიდრეობა - ქუთაისი. Jewish heritage - Kutaisi.

23 თებერვალი  · 

რაბი ბობი აშუროვი - ქუთაისის იეშიბის დასრულების შემდეგ 40 წელი (1951-1991 წწ.) უძღვებოდა მშობლიური ქალაქის, მაჰაჩყალის ებრაულ თემს და ამავდროულად ჩრდ. კავკასიის მთავარი რაბი ბრძანდებოდა.

რაბი აშუროვი.jpg

"ებრაელი"  -  ქართველ  ებრაელთა  ისტორია

ებრაელი.jpg

​ქუთაისი  -  ხანძარი  ებრაელთა  უბანში

Mamuka Ashvetia

     მრავალ ქარტეხილს გადაუვლია ქუთაისელ ებრაელთა თავზე, მრავალი განსაცდელი გადაუ-ტანიათ, მაგრამ 1928 წლის 10 მაისი ყველაზე მძიმე თარიღი და შავი ფურცელია ქუთაისელ ებრაელთა ისტორიაში.

     ზუსტად 96 წლის წინ, 1928 წლის 10 მაისს ქუთაისს თავს დიდი უბედურება დაატყდა. დილის 11 საათზე, ებრაელთა ზედა სალოცავთან მცხოვრები ისხაკ ელიგულაშვილის სახლში ცეცხლ-მოკიდებულმა პრიმუსმა იფეთქა. ხანძარმა ძლიერი ქარის წყალობით სწრაფად იმძლავრა და ცეცხლის ალში გაეხვია ქალაქის ერთ-ერთი უძველესი უბანი. დღისით, მზისით იწვოდა კერძო სახლები და სახელმწიფო დაწესებულებები. (მათ შორის მსროლელთა დივიზიის კუთვნილი შენობა.)

   წყალს რიონიდან ეზიდებოდნენ მანქანებით, ტაჭკებით, თულუხჩებით. ხანძრის ლოკალიზაციის მიზნით სასწრაფოდ აყარეს ქვაფენილი. ცეცხლის ალმა თავის არეალში მოაქცია შაუმიანის, გელათის, აზერბაიჯანის, კლარა ცეტკინის, ინტერნაციონალის და ჯაფარიძის ქუჩები.

ირგვლივ სიცხის, მტვრის ალმური ტრიალებდა.

      ხანძარს გადარჩენილი მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა. მათი ცრემლები, ხმამაღალი ტირილი და წივილ-კივილი ერთმანეთში ირეოდა. შიშისაგან გზააბნეულებმა არ იცოდნენ საშველად ვისთვის მიემართათ. თუ რაიმე გადაურჩა ხანძარს, ყველაფერი ქუჩაში უწესრიგოდ ეყარა. აქა-იქ აკვანში ჩაკრულ ჩვილ ბავშვებსაც ნახავდით. საღამოს ხანძარმა იკლო. მეორე დღეს გამთენიისას ნახანძრალი, გადამწვარ-გადაბუგული უბანი შემზარავი სანახავი იყო.

     ღია ცის ქვეშ დარჩენილი მოსახლეობის დიდი ნაწილი, მათ შორის ჩვილბავშვიანი დედებიც, შველას ითხოვდნენ. ხანძარმა ოთხასზე მეტი მოსახლის საცხოვრებელი შეიწირა. დაიღუპა 10 ადამიანი. 300 მძიმედ დაშავდა. რამდენიმე კი ფსიქიურად დაავადდა.

   ხანძრის ლოკალიზებაში ფაქტიურად მთელი ქალაქი ჩაერთო. განსაკუთრებით თავი გა-მოიჩინეს უმცროსმა მილიციონერებმა: ვალოდია ყიფიანმა, ივანე ფაღავამ, ნიკოლოზ ჯუღელმა, დავით ქუთათელაძემ, სერგო მანაგაძემ, აკაკი კუჭუხიძემ და სხვებმა...

    უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა შეასახლეს ქალაქის სკოლებში, საავადმყოფოებსა და კერძო ოჯახებში. ყოველგვარ სახსარს მოკლებულად მიიჩნიეს 808 პირი.

  ქალებისთვის გამოიყო 800 მანეთის ტანსაცმელი, კაცებისთვის - 690 მანეთის, ხოლო ბავშვებისთვის, - 600 მანეთის.

      დღიურად მათ გამოსაკვებად კი სულზე 6 შაური, რაც თვიურად უდრიდა 7272 მანეთს.

დიდი იყო სახელმწიფოს და განსაკუთრებით ქუთათურების თანადგომა გაჭირვებაში მდგომი ებრაელებისადმი.

    40 ობოლი და ღარიბი ბავშვი თბილისში გადაიყვანეს განათლების სახალხო კომისარიატის განკარგულებაში. ქალაქში შემქნილი საქველმოქმედო ფონდის და უცხოეთიდან შემოდინებული ფულის საშუალებით სწრაფი ტემპებით დაიწყო კერძო სახლების მშენებლობა და ხანძრიდან ერთი წლის შემდეგ შაუმიანმა ახალი ცხოვრება დაიწყო.

პაოლო  იაშვილი

ყველგან, ქუჩაში, სახლში გაისმის -

ცეცხლში იწვის და სდუღს ქუთაისი.

ჩემი აკვანი, ლექსთან საგანი,

ჩემი ბუდე და ბუდე მაისის.

მართლა მაშინებს მე დღეს გაზეთი,

გადამაშენებს გაზეთი ცნობით:

„ჯერ არ ყოფილა წარღვნა ასეთი -

ითვლიან ზარალს მილიონობით.

ვკითხულობ ცნობას შეშლილი სახით

და ვგავარ ახლა უსუსურ ლაჩარს:

„ცეცხლით დამწვარი სამასი სახლი,

ხუთიათასი უსახლო დარჩა.

მესმის ზრიალი ებრაელების,

მთელი გოდება ხანძრიან ქარში.

ათრთოლებული მათი ხელები

გამოეთხოვა ფართალს და არშინს.

ათი წელია იხევდა უკან

დღეს განწირული მათი ხელობა,

ახლა ხანძარმა ნარმიან დუქანს

გამოასალმა ებრაელობა.

მაშინ, როდესაც ყველა ფიცარი

სრულებით ახალ შენობას ჰკვანძავს, -

რა დროს ცეცხლია დასამიწარი,

რა უნდა ჩვენგან საძაგელ ხანძარს!

ძლივს ამოვედით სიღარიბიდან,

ძლივს მოვიშორეთ ზურგზე კურტანი,

მითხარით, ახლა რომელ ჯიბიდან

ავავსოთ ცეცხლის მონაქურდალი.

მე ცეცხლში ასეთ გოდებას ვისვრი,

მაგრამ მეტია ბედზე მდურება,

რა ვქნათ, მაგარ და შეჩვეულ კისრით

ვზიდოთ ახალი უბედურება.

​

პაო;ო იაშვილი.jpg

ებრაელები  სუჯუნიდან 

სუჯუნელი.jpg

17 წლის მიხაელ ისრაელაშვილი და 14 წლის და ხაიე სარა  1897 წელი

ქართველ ებრაელთა გმირობა საქართველოში 1616 წელს

აბრაამ საპირ (სეფიაშვილის) შემოქმედების დემონსტრირება აშდოდის (ისრაელი) ქართველ ებრაელთა კულტურის ცენტრში

IMG_9569.jpg
IMG_9567.jpg
IMG_9565.jpg
IMG_9568.jpg
IMG_9563.jpg

2023  წლის  7  ოქტომბერი  ისრაელში

     07.10.2023 ჰამასის მიერ მოწყობილი სასაკლაოს შედე-გი ! კი, ეს ის ნოვას ფესტივა-ლის ტერიტორიაა !

   ეს იქ მოცეკვავე დაკლული ახალგაზრდები ! ხო და ვინც ჰამასს ამართლებს, მენახოს ზუსტად ასე ... და თქვენ აპა-ტიებდით ? ვინც ამას აპატი-ებს - მეტის ღირსია !

     მე არ ვაპტიებ !

             ანა კოლი

ებრაელები  პოლონეთში

ქართველ  ებრაელთა  დღე  (21)  აშდოდში  8.10.2025

დიდი  დამსახურების  მქონე  12  ქართველი  ებრაელი

ქართველი  ებრაელები  მსოფლიოში

გურჯაანელი  ებრაელები  

გურჯაანელი ებრაელები, სოფელი ველისციხე, მეოცე საუკუნის პირველი ნახევარი, რებეკა თავის ორ შვილთან ერთად.

rebeka.jpg

ოლთისის  ბრძოლა - ებრაელთა  გმირობა  1616  წელი

ოქროს ასოებით არის ჩაწერილი ქართველთა და ებრაელთა ისტორიაში

ესა ძმობის დასტური და ერთმანეთის გატანა და სიყვარული

ქართველი  ებრაელები  ქუთაისში

ქართველი ებრაელები ქუთაისში.jpg

Mario Tzur

20 თებერვალი, 07:40-ზე ·

       „ყათონი არ დაუქამო“, „ტობათ ისოხარე“ — ეს ფრაზები შაუმიანის ბაზრობაზე იარაღზე მეტს ნიშნავდა. დღეს ებრაელთა უბნის იმ მისტიკურ კოდებსა და ისტორი-ას გადავხედავთ, რომელიც 1644 წლიდან იწყება...

     ბევრმა არ იცის, რომ ქუთაისში ებრაული თემის ისტორია საუკუნეებს ითვლის. უძველესი ოფიციალური დოკუმენტი 1644 წლით თარიღდება. გელათელი მიტრო-პოლიტი ზაქარია ქვარიანი მწვანეყვავილას ტერიტორიაზე დასახლებულთა შორის მოიხსენიებს პირველ კომლს: „ჯანაშვილი დანიელა ურიას“. სწორედ აქედან დაიწყო იმ უბნის ისტორია, რომელმაც ქუთაისს განუმეორებელი ფერები შესძინა.

       XIX საუკუნიდან, როცა ქალაქში ვაჭრობა აყვავდა, აქ თავს იყრიდნენ ებრაელები ახალციხიდან, ონიდან თუ ლაილაშიდან. მათი რაოდენობა საოცარი სისწრაფით იზრდებოდა: 1840-იან წლებში თუ ქალაქში 840 ებრაელი ცხოვრობდა, 1912 წლისთ-ვის მათმა რიცხვმა 9533-ს მიაღწია, რაც მაშინდელი ქალაქის მოსახლეობის უდი-დესი ნაწილი იყო.

      ამ უბნის ნამდვილი „ექშენი“ შაუმიანისა (დღეს ბორის გაპონოვის) და მიმდებარე ქუჩების არალეგალურ ბაზრობებზე ხდებოდა. მოვაჭრეებს ჰქონდათ საკუთარი, ნართაული ენა, რათა ზედმეტ ყურს მათი გარიგება ვერ გაეგო. ბოლო პერიოდამდე აქ ისმოდა ასეთი ფრაზები:

       „ყათონი არ დაუქამო !“ - ანუ, კაპიკი არ დაუკლო !

      „შენს მამონს მე მივხრიდი და რაც მოუგადოლებს, სავახეზო იყოს“ - შენს საქო-ნელს მე გავყიდი და მოგება სანახევროდ გავიყოთო.

       „დღეს ტობათ ისოხარე, მაგრამ სეფერი არ მიეშამდა და ქელებმა შოხადი წამარ-თვა“ - კარგად ვივაჭრე, მაგრამ საბუთი (პატენტი) არ მქონდა და მილიციელმა ქრთა მი წამართვაო.

        ამ ვიწრო, ერთმანეთზე მიჯრილ სახლებში მცხოვრებმა ხალხმა არა მხოლოდ შეითვისა ქართული ტრადიციები, არამედ თავადაც შექმნა ეპოქალური ღირებულე-ბები. სწორედ აქ ცხოვრობდა ბორის გაპონოვი, რომელმაც „ვეფხისტყაოსანი“ ისე გენიალურად თარგმნა ივრითზე, რომ ორივე ქვეყნის ლიტერატურულ მოვლენად იქცა.

       დღეს ბევრი სახლი დუმს, ბევრი ოჯახი ისრაელშია, თუმცა ქუთაისელი ებრაე-ლების ნოსტალგია და ეს უნიკალური სავაჭრო ჟარგონი კვლავ ამ ქუჩების ისტორი-ის ნაწილია. ებრაელთა უბანი ცოცხალი მტკიცებულებაა იმისა, თუ როგორ შექმნა სხვადასხვა კულტურამ ერთიანი ქალაქური ოჯახი.

         ისტორიული ატმოსფეროს გასაცოცხლებლად ფოტო შექმნილია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.

თელაველ  ებრაელთა  საინტერესო  ისტორია

ანია ზალმანსონის ფილმი 2020 წ.

ამერიკა  ირანის  კონფლიქტი

ქართველ  ებრაელთა  ისტორია

ქართ. ებრაელები.jpg

ისრაელის  ისტორია

საბა ბერიშვილი

მ ე ნ ა ვ თ ე

მენავთე.jpg

ეს სურათი რომ ვნახე, ჩემი ბავშვობის კულაში გამახსენდა. ცხენზე ამხედრებული ისრელ მენავთე, რომლის მოახლოებასაც 100 მეტრით რომ შეიგრძნობდი სუნით.

აბრაამ საპირი

მენავთე

 

ეტლზე ედო ნავთით სავსე კასრი

,ცხენს თვალები უელავდა ბასრი,

დუდუკი თუ რაღაც მისი მსგავსი

,აკივლებდა: ნავთი, ნავთი, ნავთი.

მოდიოდა, გვინათებდა სახლებს,

გაგვითბობდა ცეცხლი ციცქნა თითებს,

ჩვენ რა გვსურდა პაწაწინა ბალღებს

,ცხენის ჯავრი გვაწვალებდა ბიჭებს.

მოგვისვამდა ის მენავთე გვერდით

ნავთის სუნიც თითქოს იყო ვარდის,

ვთხოვდით ცხენი გააჭენე ჩვენთვის,

მიდი, ბაბუ, ქუჩის ბოლოს გადი.

გაქრა ახლა ის მენავთე სადღაც,

წლებს გაჰყვათუ გააჭენა ცხენმა,

აღარც ცხენი, არც მენავთე არსად,

მომკლა დარდმა, ეჰ, მენავთევ შენმა.

სად წასულხარ, საით, რომელ მხარეს?

ჩემს გულში რომ სამუდამოდ დარჩი,

ჩაუყლაპავს მოგონების ღამეს,

ის მენავთეც და პატარა ბავშვიც.

ვდგავარ ქუჩას გავყურებ და ვფიქრობ,

მას მოჰქონდა განა მარტო ნავთი ?

გვიხაროდა ტოლი გვყავდა თითქოს

,ახლაც მესმის ნავთი, ნავთი, ნავთი !..

დუდუკის ხმა თითქოს იყო მერცხლის

,ახლაც ყურში შორიდან რომ მესმის,

გაფრენილა წელი ოცდაათი,

არვინ ყვირის ნავთი, ნავთი, ნავთი !..

 

თაზო მონიავა

კულაშელი  მომღერალი  დანიელა  ურია

დანიელა.jfif
დანიელა ურია.jfif
დანიელ ურია.jfif
დანიელა ური.jfif

     დანიელა ურია გახლდათ საქვეყნოდ ცნობილი ქართველი-ებრაელი მომღერალი დანიელ ჯანაშვილი (1876-1926), რომელიც 1881 წლიდან ოჯახთან ერთად სამტრედიის მეზობელ სოფელ კულაშში ცხოვრობდა. დაკრძალულია დაბა კულაშის ებრაელთა სასაფლაოზე,

    საფლავის კონკრეტული ადგილი ჯერ მიუგნებელია. ის მღეროდა ქართულ-ხალხურ ლექსებზე შექმნილ სიმღერებს. სახელგანთქმული მომღერალი იმერეთის ლხინის სუფრების აქტიური მონაწილე ყო-ფილა.

    ტიციან ტაბიძემ “ორპირის ოქროპირის” მეორე ნაწილი 1924 წლის იანვარში გამოაქვეყნა. დაწერილი უნდა იყოს წინა წელს. ტიციანი და-დაისტურ თავისუფალ ლექსში ცინიკოსად გვევლინება, რომელიც უნი-კალურად ფლობს ცინიზმისა და ირონიის ხელოვნებას, რაც იმთავითვე დამახასიათებელი იყო აღნიშნული ციკლის ლექსებისთვის. ის თავს ავყიასა და ორპირის ოქროპირ მსუქან გომბეშოს უწოდებს, რომელიც მისი მეამბოხური ლექსებით გულს ფხანს კოლეგებს, რომლებსაც დახ-ვრეტის ან გაციმბირების შიშით ეშინიათ მსგავსი ლექსების დაწერის და გამოქვეყნების.

    ლექსის მეტრული სტრუქტურა არაერთგვაროვანია. ისევე, როგორც ლექსის პირველ ნაწილში, მეორე ნაწილის დასაწყისში უარყოფილია ტრადიციული ლექსწყობა და მოცემულია 6 სხვადასხვა ზომის სტრი-ქონი, პირველი ოთხი ტაეპი ჯვარედინად არის გარითმული. ლექსის შუა ნაწილს თავისუფალი ლექსისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვი-სებები აქვს, იწყება მოსაზღვრე რითმის მქონე 9 და 12-მარცვლიანი ტაეპებით.

   “აშკარად-ბაკკარა”.აგრეთვე ფიქსირდება ორი ჰიპერდაქტილური, კონსონანსურ-დისონანსური რითმა: “რომ მაბადია-ქრისტომატია”, “დისერტაცია-დასატაცია”. ლექსის მესამე ნაწილშიც არის 3 რითმა ათ-ვისებული: “გომბეშო-მოგეშოთ”, “ის რა კაცია-ელექტროფიკაცია”, “ში-ნაურია-ურია”.

    ჩვენთვის საყურადღებოა ლექსში პოეტის მიერ “დანიელა ურიას” ორჯერ ხსენება. “იმერეთში მღერის დანიელა ურია, კახეთში კიდევ დედას ლევანა .აკაკის და ილიას ლექსებს პატარძლები მღერიან თა-ვიანთვის საშინელ ღამეს.” “კითხეთ თქვენ ნაცნობ პატიოსან პოეტს, თუ ის შინაურია: ვინ უფრო აღელვებს: სტეფან მალარმე, თუ დანიელა ურია ?”

  შალვა დადიანმა 1925 წელს “თეატრი და ცხოვრებას” N 9-ში გა-მოაქვეყნა წერილი “დანიელა ‘ურია’, რომელშიც კეთილგანწყობით მოგვითხრობს მომღერლის შესახებ: “ისე კი ვინ არ იცნობს დანიელას, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. რომელი ქორწილია, რო-მელი ლხინია სოფლად თუ ქალაქად, დანიელა არ ენახოს, დანი-ელასთან „დრო არ გაეტარებინოს“ და სიამოვნება არ ეგრძნოს, რად-განაც დანიელა მღერის მას, რასაც მღერის თვით ხალხი, სულ ერთია ეს ევროპიულათ არის შეფერადებული თუ პირდაპირ ქართულ კულ-ტურულ გემოვნების ნატეხია. და მუდამ მღერის მას, რაც ამჟამად ამ-ღერებს ხალხს, ამიტომაც ამ ხალხს უყვარს თავისი „გამომთქმელი“ და დანიელას არ ივიწყებს. ისე უყვარს, რომ ლხინის მეტს არას აკადრებს, სიმღერის გარდა არაფერს შებედავს.

    წავიკითხოთ ტიციან ტაბიძის ლექსის მეორე ნაწილი, რომელიც “ბარრიკადის” N1-ში დაიბეჭდა. ორპირის ოქროპირი 2 ეს არ არის მართლა ოქროპირი, - ეს მხოლოდ ორპირის ბაყაყია... დიდებულად შვენის სამეფო პორფირი, დიდებულად იცის დოგმატების მალაყია. მე თვითონ გამზარდა: ტიციან ტაბიძე პოეტი ავყია: საახალწლოთ, საშო-ბაოთ და სააღდგომოთ რაც მე ერთი და იგივე მაქვს სათქმელი გაფ რენილ ეკლესიის კაფედრაზე.•••• ვამბობ პირდაპირ და აშკარად, რო-გორც კაზინოში კრუპიე: „ბაკკარა“ ჩვენთვის დღესასწაულები მარტო რაფიელ ერისთავის ლექსებშია: (კიდევ კარგია, თუ არ დაგავიწყდათ).. ნეტავ მე ისე მიყვარდეს პოეზია, ან თვითონ საქართველო დედაჩემს რომ უყვარს მეწველი ძროხა (შენ, ვინც ამაზე გაიცინებ, ვიცი, შვილიც ისე არ გიყვარს).

  იმერეთში მღერის დანიელა ურია, კახეთში კიდევ დედას ლევანა. აკაკის და ილიას ლექსებს პატარძლები მღერიან თავიანთვის საშინელ ღამეს, ყველაფერს მივსცემდი, რაც რომ მაბადია: რომ მახსენებდეს ერთხელ მაინც ქრისტომატია. ამბობენ, იყო გიორგი სააკაძე, ჩრია მზითებს უმატებდენ ვეფხის ტყაოსანს (ამას ქვია ჩოხიანი დადა ისტები).

ივანე ჯავახიშვილი სწერს პლუტარხივით,

იქნებ ვინმემ ჩემზეც დასწეროს დისერტაცია

(მემარცხენეობა პოეზიაში უსათუოდ დასატაცია).

••••

წინად ყველა ჭორფლიან ქალსაც ჰყავდა თავის პოეტი.

(საქართველოში მაინც)…

დღეს თვითონ მადონა ძირს რომ ჩამოვიდეს,

მითხარით, მართლა ვინ ეტყვის ლექსს ?

ასე ამბობს ორპირის ოქროპირი

მსუქანი გომბეშო:   

ამხანაგებო, პოეტებო, ვისაც გიჭირთ ლექსების წერა,

ვიცი, რომ ამით გულზე მოგეშოთ.

იყავით გამბედავი, სთქვით პირდაპირ:

თქვენზე უფრო მასხრობაა თქვენი ლექსები.

ეხლა ნ. ო. ტ. ია და ელექტროფიკაცია,

ლექსისთვის ვინც იცლის, ის რა კაცია ?

კითხეთ თქვენ ნაცნობ პატიოსან პოეტს,

თუ ის შინაურია:

ვინ უფრო აღელვებს:

სტეფან მალარმე, თუ დანიელა ურია ?

               ტიციან ტაბიძე

  დანიელა ურიას კარგად იცნობდა აკაკი წერეთელი, რომლის კეთი-ლხმოვან ლექსებზე დაწერილ სიმღერებს ყველა პურ-მარილზე მღე-როდა ცნობილი მომღერალი. 1913 წელს ქვემო იმერეთის სოფლებში მიიწვიეს მგოსანი. პირველად ხონში, ფოტოც არსებობს.

   იგი მიწვეული იყო დანიელას მშობლიურ კულაშშიც, მაგრამ იმის გამო ვერ მოხერხდა პოეტთან შეხვედრა, რომ სამტრედიელები და კულაშლები ვერ შეთანხმდნენ, სად სჯობდა პოეტის მიწვევა. აღნი-შნულის შესახებ დეკანოზ ერმალოზ კანდელაკის სტატიაში ვკითხუ-ლობთ, სადაც მოძღვარი დაბა სამტრედიისა და სოფელ კულაშის საზოგადოებებს მიმართავს:“ როგორც მოგეხსენებათ ჩვენი დიდებული მგოსანი აკაკი, შემდეგ მის სახელზე გადახდილი ორმოცდაათი წლის ლიტერატურული მოღვაწეობის აღსანიშნავათ იუბილეს დღესასწაუ-ლისა, სოფლებშიაც მიიპატიჟეს და ყოველგან აფრთოვანებული შეხ-ვედრითა და პატივისცემით დააჯილდოვეს. მაგრამ იმას კი ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ მხრით სოფელი მუხიანი მოგასწრებდათ. თქვენი განზრახვა შესახებ აკაკის მოპატიჟების მომავალ გაზაფხულში მაინც განახორციელეთ...

   სამტრედიასა და კულაშის გაყოფა ამ მიზნის მისაწევათ უადგილოთ მიმაჩნია, არამედ საჭიროა დღესასწაულს რომ უფრო მეტი ელფერი მიეცეს, თქვენი ერთად შეერთება. რომ აკაკის პატივისცემა მოეწყოს და კომიტეტიც შესდგეს, ვსთხოვ სამტრედიიდამ გიორგი სიხარულიძეს, ისიდორე სტურუასა და დათიკო კვანტალიანს, კულაშიდამ თავადს მელქისედექ დიმიტრის ძეს მიქელაძეს, მემანქანეს თედორე ბეჟანის ძეს შენგელიასა და მასწავლებელს კონსტანტინე სტურუას ქრისტეს შობის მეორე დღეს, ნაშვადღევის ხუთ საათზე, მობძანდენ სამტრედიაში გახ-სნილ სასწავლებლის შენობაში ამ საყურადღებო საგანზე თათფირის მოსახდენათ.

   იმედია, თქვენ ორივე თვალსაჩინო საზოგადოება მთელ იმერეთში თანამგრძნობელი და თავგამოდებული ყოველს კეთილ საქმეში „ჩვენს დიდებულს მამულიშვილს აკაკისაც შესაფერ პატივისცემას აღმოუ-ჩენთ, რითაც სხვებსაც გაუღვიძებთ ეროვნულ გრძნობებს. დარწმუ-ნებული ვარ აგრეთვე, მომავალ თათფირში აკაკის მოპატიჟების შესახებ ახლათდანიშნულ ინსპეკტორათ პატივცემული ნიკო იოსების ძე ჩიკვა-იძე მხურვალე მონაწილეობას მიიღებს და თათფირის მოსახდენათ სასწავლებლის შენობაში ერთ ოთახს დაგვითმობს. [ერი. 1913. 15 დეკ. N37]

    გრიგოლ სტურუამ დანიელას მშვენიერი ლექსი უძღვნა, რომელიც დანიელამ აამღერა და ხალხში დღემდეა ცნობილი. შეიძლება ითქვას, რომ ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის ბრწყინვალე ჰიმნია.       

     „ჩემთან ერთად გაზრდილო დანიელა ურიავ,

     შენი ძმობა, სიმღერა, ღვინოსავით მწყურია,

     მოდი, ძმაო, ვიმღეროთ, თან გავტეხოთ პურია,

     ნამუსის ქუდს გაუმარჯოს, თავზე რომ გახურია,

    ყველა ჩვენი შეხვედრები გულწრფელი და ძმურია,

    ოდითგანვე ჩვენ ტკბილად ვართ, ქართველი და ურია“.

   

    “დავითის ფარის” რედაქცია 2006 წელს სინანულით წერდა დანიელა ურიას ფოტოს არ არსებობის შესახებ: “დანიელას ფოტო დავით ბუზუ-კაშვილმა ბევრი ეძება, მაგრამ, სამწუხაროდ, არსად აღმოჩნდა. თუმცა, ბოლოს შეიტყო, სოხუმიდან ლტოლვილ ერთ ფოლკლორისტს ჰქო-ნიაო, მაგრამ მისი მოძიება აღარ დასცალდა სამსახურებრივი ტრავმით დახეიბრდა და ლოგინად ჩავარდა. რომ არა ეს სამწუხარო შემთხვევა, ბატონი დავითი დანიელა ურიას ფოტოსაც შემოგვინახავდა.

    ბატონ დავითს უბრალო ცნობისმოყვარეობა კი არა, საქართველოსა და ქართველი ებრაელების კულტურის ისტორია ამოძრავებდა. ჯერი თქვენია, ახალგაზრდებო.”

    2012 წელს ლუარსაბ ტოგონიძემ ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა ფოტო, რომელიც დანიელ ჯანაშვილის ფოტოდ მიიჩნიეს. ფოტოზე აღბეჭდილია მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც ასაკით 60 წლის კაცს უფრო ჰგავს, ვიდრე 49 წლისას. დღეს სრულიად შემთხვევით ვნახე 2011 წელს გამოცემულ სამტრედიის ენციკლოპედიაში ეს უნიკალური ჯგუფური ფოტო, რომელზეც 5 ჩოხა-ახალუხიანი მამაკაცია გამოსახუ-ლი. შუაში ზის დანიელა ურია, რომელიც მართლაც ჰგავს ტოგონიძის ნაპოვნ ფოტოზე არსებულ პიროვნებას.

კულაშელი  მომღერალი  დანიელა  ურია

  დანიელ ჯანაშვილი (დანიელა ურია) - ქართველი-ებრაელი მომღერალი. დაიბადა 1876 წელს. 4 წლის ასაკიდან მშობლებთან ერთად ცხოვრობდა სოფელ კულაშში.

  მისი მეუღლე ყოფილა რიბკა (კუკულო) მოშეს ასული მირე-ლაშვილი (1884 1969 წლის შემდეგ), შვილები: მიხეილი, იოსები, დავითი, ხანა. მიხეილი დაიკარგა მეორე მსოფლიო ომში, შთამო-მავლები ცხოვრობენ ისრაელში;

  იოსები გაემგზავრა ისრაელში, იქ არის დაკრძალული. იქ ცხო-ვრობენ მისი შთამომავლებიც. დავითს (გარდაიცვალა 1954 წ. დაკ-რძალულია კულაშში) ცოლად ჰყავდა პრასკოვია ტიხონის ასული ჩუიკოვა (დაკრძალულია სამტრედიაში), შეეძინათ სამი შვილი: სერგო (მოშე) და ანატოლი (დანიელი) დაიბადნენ 1943 წელს კრას-ნოიარსკში, ცხოვრობდნენ კულაშში, ამჟამად კი – ისრაელში.     

    ქალიშვილი ციალა დაიბადა 1947 წელს კულაშში. დაამთავრა ქუთაისის მუსიკალური სასწავლებელი, შემდეგ – ბათუმის პედა-გოგიური ინსტიტუტი. ჰყავს მეუღლე, პროფესიით იურისტი, იოსებ ვალერიანის ძე გვარჯალაძე (დაიბადა 1936 წელს ლანჩხუთში) და შვილები: ვალერიანი (დაიბადა 1979წ.) და სოფიო (დაიბადა 1980წ.)    .დანიელას ქალიშვილი ხანა გათხოვილი იყო კულაშელ არონ თეთრუაშვილზე (დაკრძალულია კულაშში). ხანა გაემგზავრა ისრა-ელში, გარდაიცვალა 2007 წელს. დაინელას ჰყოლია ძმა, მეეტლე შალომა, კულაშს მცხოვრები, ისიც მომღერალი, ხოლო ცოლისდა – სიფორე მოშეს ასული მირელაშვილი, 1882 წელს დაბადებული – ცხოვრობდა თბილისში.

    დანიელა ურია 1926 წლის 16 ივნისს, 50 წლის ასაკში გარდა-იცვალა თიაქრის ანთებით გამოწვეული სეფსისით, რომელიც ოპე-რაციის მერე განუვითარდა. დაკრძალულია კულაშის ებრაელთა სასაფლაოზე..

   

ქრისტეშობის  ღამე

შუაღამე ზენიტშია,
ქუხს სიმღერა სიმღერაზე,
ღვინოს ღვინო წყურია
– მუმლაძე და დგებუაძე,
ბაქრაძე და მიქელაძე,
დანიელა ურია.
შუაღამე ზენიტშია,
ფანჯრებს სხივი აკანკალებს
ჯერ შორეულ ცისკრისა ...
– ქალო, ქალო, რას მიყურებ,
რას მაწონებ მაგ შავ თვალებს,
ქალო, ქალო, კისკისა !
– ჩიქვანის ქალს შენ ჯობიხარ,
თვალები გაქვს მშვენიერი
ალერსის და რისხვისა;
უსათუოდ მოგიტაცებ,
რომ დადგება ყველიერი,
ქალო, ქალო, კისკისა !...
დღეს ჭომა და ჯაჭვის ხიდი,
ხვალ ხონი და ივანდიდი,
ხვალ-ზეგ ღანირ-ჭაგანი.
შემოგევლოს იმერეთი,
ოდიში და გურიაო,
დარჩელი და ჭურია ...
დანიელა ურიაო ...
ხვალ ვინ იცის, ვინ სადა ვართ,
ხვალ ვინ იცის, ვის რა ელის ...
ღვინოს ღვინო წყურია.
ქრისტეშობას,
ქრისტეშობას მოგილოცავთ ისრაელი –
დანიელა ურია !


ირაკლი აბაშიძე

დანიელას.jfif

 საქართველოს  ებრაელთა  ისტორია  -  მცხეთა

   საქართველოს ებრაელთა ის-ტორია , დასახლება "მცხეთა-ში" - ებრაელთა შემოსვლის მიზეზი ქართულ მიწაზე !!! რწმენა, პატიოსანი შრომა, უბო როტო თვალით დანახვა და დევიზი !!! ნუ გაუკეთებ სხვას ცუდს, რაიმე ბოროტებას რაც არ გსურს, რომ გაგიკეთონ . ეს არის ერი რომლებმაც არანაი-რი ზიანი არ მიუყენებიათ სა-ქართველოსთვის

bottom of page