top of page

A7    მეცნიერი მკვლევარი და მკურნალი ექიმები

სექციების  სათაურების  სია

რ ო გ ო რ   ვ ე ძ ე ბ ო თ

    თუ გსურთ მოძებნოთ ენციკლოპედიაში, რომელიმე პიროვნება ან თემა, ზემოთ, პირველ სტრიქონში (ყვითელი ფერის) დააკლიკეთ თქვენთვის სასურველ ენციკლოპედიის განყოფილებას (თემას),.  (დაელოდეთ 1-2 წამი), თქვენს წინაშე წარმოსდგება თქვენს მიერ არჩეული განყოფილება (ფურცელი) სადაც ჩამოთვლილია სათაურების სია. 

         სათაურების სიაში. აირჩიეთ  (დააკლიკეთ) ნებისმიერ სათაურს და ის ავტომატურად გაიხსნება.

1      მეცნიერი მკვლევარი და მკურნალი ექიმები

2      პროფ. ლეა-ნანა ბეერი

3      ქ-ნ დოდო ჩიკვაშვილის საუბარი ექიმებზე

4      ებრაელი ექიმები საქართველოდან

5      ქართველ ებრაელ ექიმთა შეხვედრა

6     ექიმთა ტრადიციული შეხვედრა

7     სახელოვანი ექიმი

8     ექიმი შალვა ხაიმ დანიელაშვილი

9     ნიჭიერი და გულისხმიერი ექიმი შოთა მოშიაშვილი

10   ოქროს ხელები  -  რამაზ დათიაშვილი

11   კარდიოლოგი სიმონ ბოთერაშვილი

12   ექიმი მიხაელ მოშიაშვილი 

13   ექიმი პედიატრი აბრამ მენაშეს-ძე ელიშაყაშვილი

14   დამსახურებული ექიმი სებია აივაზაშვილი

15   დამსახურებული ექიმი აბრამ ჩიკვაშვილი

16   პროფ.   რამაზ დათიაშვილი

17

 

 მეცნიერი მკვლევარი და მკურნალი ექიმები

ქვემოთ მოყვანილ სიაში ექიმთა სახელები დალაგებულია გვარის პირველი ასოების მიხედვით

მეცნიერული ხარისხის მქონე ექიმები გამოყოფილია წითელი ფერით

აბრამაშვილი  ისაკ  –  ფარმაცევტი
აბრამაშვილი  (ავივ)  შმუელ  (ბოკია)  –  პედიატრი
აბრამაშვილი  რობერტ  –
აივაზაშვილი  (აივაზი)  ზაზა  –  (ამერიკა)  კარდიოლოგი
აივაზაშვილი  (აივაზი)  ნანა  –  (ამერიკა)  თერაპევტი
აივაზაშვილი  სებია  –  ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი
ალონ  (ელუაშვილი)  მალხაზ  –  დოქტორი
არდენ  (აჯიაშვილი)  ზურაბ  –  დოქტორი  რენტგენოლოგი, მეან გინეკოლოგი, გერიატრი
აჯიაშვილი  შალვა  –  დოქტორი
ბათაშვილი           –  (ამერიკა)  უროლოგი
ბათაშვილი  რუბენ   –  (საქართველო) რაიონული საავადმყოფოს უფროსი ექიმი
ბათაშვილი  ლევი  –  (ამერიკა)
ბარი  ლანა  –  თერაპევტი, ოჯახის ექიმი
ბარ-იოსეფ  (კაკიაშვილი)  რიმა  –  ფილოსოფიის დოქტორი ნევროლოგი  (საავადყოფო “ადასა” იერუშალაიმში)
ბარ-ჩიკმან  (ჩიკვაშვილი)  ბორის  –  დოქტორი  ქირურგი  (საავადმყოფო “ასაფ-აროფე” – ისრაელი),  30-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი
ბეერ   (საპირ) ლეა  –   (ამერიკა)  პროფესორი,  ონკოლოგი,  ჰემატოლოგი, რადიოლოგი  (სტონი-ბრუკის საავადმყოფო (ნიუ-იორკი), არაერთი კვლევა ჩაატარა უნივერსიტეტ “კალიფორნია”-ში და გამოქვეყნებული აქვს შრომები.
ბინიაშვილი  ჯემალ   –  პროფესორი, აკადემიკოსი  ონკოლოგი , 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი
ბინიაშვილი  (ბენჟამენ)  შალვა  –  უროლოგი
ბინიაურიშვილი  რაულ  –  (ამერიკა)  ფსიქიატრი, ნევროლოგი
ბოთერაშვილი  ამირან  –
ბოთერაშვილი   გარიკ  –  (ამერიკა)
შუვალ (ბოთერაშვილი)  ალეკ  (შალვა)  – დოქტორი  პედიატრი 
ბოთერაშვილი  რუბენ   –  (საქართველო)
ბოთერაშვილი  დავით  იოსების-ძე  –  (საქართველო) თერაპევტი
ბოთერაშვილი  დავით  მორდეხის-ძე  –  (საქართველო) თერაპევტი
ბოთერაშვილი  მიშიკო  –  (საქართველო)  თერაპევტი
ბოთერაშვილი  იაკობ  –  (საქართველო) თერაპევტი
ბოთერაშვილი  ილუშა  –
ბოთერაშვილი  იცხაკ  –  ვეტერინარი
ბოთერაშვილი  ბენიამინ  –  (საქართველო)  აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგე
ბოთერაშვილი  რეზო  –
ბოთერაშვილი  რუბენ  (კუტი)  –  თერაპევტი
ბოთერაშვილი  სიმონ  –  კარდიოლოგი
ბოთერაშვილი  შალიკო  –
ბოთერაშვილი ცირა  –  უროლოგი აჭარის დამსახურებული ექიმი
ბუზიაშვილი  იოსეფ  –
ბუზიაშვილი  მილიცა  –
ბუზიაშვილი  იურა  –  რუსეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტის  მთ. კარდიოლოგი
გენერალოვა  (გაგულაშვილი)   რამონა  –  (რუსეთი)  ფილოსოფიის დოქტორი, ექიმი რეანიმატორი გამოქვეყნებული აქვს არარერთი სამეცნიერო შრომა
გოლდა  გუდესი  (ჩიკვაშვილი)  –  (ამერიკა) ასისტენტ-პროფესორი, აზეკოლოგ-იმუნოლოგი, აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატია გამოქვეყნებული
დავარაშვილი-ფიჩხაძე  სოფო   –  ფსიქოლოგი,  ფსიქიატრი
დავარაშვილი  დინა  –  (საქართველო)  ტუბერკულიოზის საავადმყოფოს გამგე
დავარაშვილი  დავით  –  კერძო კლინიკის დირექტორი
დავარ  (დავარაშვილი)  იოსეფ  (სოსო, თენგიზ)  –  (ინგლისი) პროფესორი  თერაპევტი, 100-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი
დათიაშვილი  რამაზ  –  (ამერიკა)  პროფესორი  პლასტიკური ოპერაციების სპეციალისტი
დანიელაშვილი  (დანიელი)  იოსეფ  (სოსო)  – პედიატრი  ქირურგი, 100-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი
დანიელოვი  მიხაელ  –  პროფესორი, 40-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი
დევიდსონი  (დავითიაშვილი)  თინა  –  რადიოლოგი, გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო სტატია
ელაშვილი  აბე  –  (ამერიკა)
ელაშვილი  აბრამია  –
ელაშვილი  არონ  – სტომატოლოგი
ელაშვილი  ალიოშა  –  სტომატოლოგი
ელაშვილი  გენა  –
ელაშვილი  მაია  –
ელაშვილი  მანანა  –  ფარმაცევტი
ელაშვილი  მერი  (მაყვალა)  –
ელაშვილი  მერაბი  –
ელაშვილი  ისაკი  –
ელაშვილი  ლალია  –  პლასტიკური ოპერაციების სპეციალისტი
ელაშვილი  ფინხას  –
ელაშვილი  შოთა  –
ელიგულაშვილი  ალიკა  –
ელიგულაშვილი  ისაკი  –
ელიგულაშვილი  ლიანა  –
ელიგულაშვილი  მენაშე  –  გინეკოლოგი
ელიგულაშვილი  შამუელ  – 
ელიგერ  (ელიგულაშვილი)  რობერტ  –  დოქტორი  ქირურგი  (კაპლანის საავადმყოფო- რეხოვოთი, ისრაელი)    
ელიშაყაშვილი  აბეშაი  –  (საქართველო)  სტომატოლოგი
ელიშაყაშვილი  აბრაამ მენაშეს-ძე  –  პედიატრი
ელიშაყაშვილი  სოსო  –
ენუქაშვილი  რაფაელ  – (ამერიკა) გერიატრი,
ვოლო-კაკიტელაშვილი  ვლადიმერ  –  (ამერიკა)  დოქტორი, უროლოგი, ქირურგი, ნეფროლოგი
თავდიდიშვილი  იაკობ  –
თეთროქალაშვილი  მეგი  –  (ამერიკა)  პროფესორი, მეან-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელ-ლი  ლონგ-აილენდის (ნიუ-იორკი)  ნასაუს უნივერსიტეტში
თოფჩიაშვილი  ზაქარ  –  პროფესორი, ქირურგი
თოფჩიაშვილი  გიული  – კარდიოლოგი
იაკობიშვილი  სიმონ  –  ანესტიზიოლოგი,  ტკივილის განყოფილების გამგე
იაკობიშვილი  (იაკობი)  რამი  –  მედიცინის მაგისტრი
იაკობიშვილი  ზაზა  –  კარდიოლოგი,
კაკიაშვილი  დავით  –  პროფესორი, დოქტორი, მკვლევარი, კარდიოლოგი ორდინატორი,  60-მდე შრომის ავტორი
კაკიტელაშვილი  ბენიამინ  –  დოქტორი
კაკიტელაშვილი  შონტე  კლარა  –  სტომატოლოგი
კლერ-პაპიაშვილი  მიხაელ  –   ქირურგი-ონკოლოგი
კოლოფ  დავით  –  გულის სისხლძარღვთა დაავადებების სპეციალისტი,  კუფათ ხოლიმ  “ქლალით”-ის ერთერთი ფილიალის უფროსი ექიმი და ხელ-ლი.
კაკიაშვილი  ელი  –  ონკოლოგ-ქირურგი
კაკიაშვილი  – 
კრიხელი  მერაბი  –  (ამერიკა)  დოქტორი ქირურგი  (სტონი-ბრუკის საავადმყოფო)
ლაპიდუს-ჯანაშვილი  მამანა – (ამერიკა) პროფესორი, კარდიოლოგ-იმუნოლოგი
ლევიაშვილი  ალიოშა  –  ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი
ლევიაშვილი  გელა  –
ლევიაშვილიო  დათო  –
ლევიაშვილი  დალი  –
ლევიაშვილი  დოდო  –
ლევიაშვილი  მადონა  –
ლევიაშვილი  შოთა  –
მანაშეროვი  ნიკო  –  ფილოსოფიის დოქტორი, ქირურგი
მარდახიაშვილი  (მარდი)  შალვა  –  (შვეიცარია)  პროფესორი, აკადემიკოსი  ონკოლოგი, დერმატოლოგი, მხატვარი და მუსიკოსი
მარდახიაშვილი  როზმარი  –  (შვეიცარია)  დოქტორი
მარდი  ლაურა  –  (შვეიცარია)  დოქტორი
მარდი   ჯიმი  –  (შვეიცარია)  დოქტორი
მაღალაშვილი           –  ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი
მაწკეპლიშვილი  თემურ  –
მაწკეპლიშვილი  მარიცა  –
მაწკეპლიშვილი  სიმონ  –  (რუსეთი)  პროფესორი, სამედიცინო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი
მეგიროვი  ლელა  –  ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი, გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო სტატია
მეგრელიშვილი  ისაკ   –  (გერმანია)  დოქტორი და პოეტი, ფსიქიატრი,
მეგრე  რუდოლფ   –  (გერმანია)  დოქტორი  ფსიქიატრი
(სულოს დისშვილი)  გელა  –
მიხაელი  (მიხელაშვილი)  დან  –  პროფესორი, თერაპევტი, ცაჰალის მთ. ექიმი,
მიხაელი  (სეფიაშვილი)  მედეა  – დოქტორი,  ბიოლოგი  (აფულას საავადმყოფოს ლაბორატორიის გამგე)  
მიხელაშვილი  აბრამ  (ბუჭუნა)  –
მიხელაშვილი  აბრამ  ელიას-ძე   –  ფარმაცევტი
მიხელასვილი  დათო   –  ფარმაცევტი
მიხელაშვილი  დუდუ  –
მიხელაშვილი  მაია  –
მიხელაშვილი  მიხაელ  –  ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი
მიხელაშვილი  მიშიკო  –  დოქტორი
მიხელაშვილი  ლევან  –
მიხელასვილი  ლიანა  –  ფარმაცევტი  
მიხელაშვილი  რაფაელ  – 
მიხელაშვილი  შოთა  –  ფარმაცევტი
მიხელაშვილი  ციცო  –  ფარმაცევტი
მირილაშვილი  დავით  –
მირილაშვილი  გაბულო  – ფარმაცევტი 
მირილასვილი  გაბრიელ  –  ფსიქიატრი
მირილაშვილი  მიხაელ  –  პედიატრი
მირილაშვილი   მიშიკო  –  
მორელი  (მირილაშვილი)   ოლგა  –  კარდიოლოგი
მოშელ  (მოშიაშვილი)  იარონ  –  დოქტორი,  (ამერიკა)  ნეირო-ქირურგი,  ნეირო-ონკოლოგი,  ეპილეფსიის მკურნალი
მოშიაშვილი  იაკობ  –
მოშიაშვილი  მერაბი  –
მოშიაშვილი  მიხაელ  –
მოშიაშვილი  შოთა  –
მოძღვრიშვილი  აბეშა  –  სტომატოლოგი
მოძღვრიშვილი  ბორია  –
მოძღვრიშვილი  ბორის  –
მოძღვრიშვილი  იაკობ  –
მოძღვრიშვილი  კობა  –
მოძღვრიშვილი  ილო  –
მოძღვრიშვილი  ისაკი  –
პაპიაშვილი-რიჟინაშვილი  ნაილი  –  კარდიოლოგი
რიჟინაშვილი  (რიჟინ)  ნუგზარ  –  ანესტიზიოლოგი
რიჟინაშვილი  (როზენ)  ხავა  (ხათუნა)  –  (ამერიკა)
რიჟინაშვილი  სიმონ  –  (რუსეთი)  გინეკოლოგი,
როზენი  ზაზა  –  კარდიოლოგი
როზენი  გაი  –  კარდიო-ელექტრო-ფიზიოლოგი
სარელი  (ისრაელაშვილი)  მერაბ  –  პროფესორი,  ქირურგი-ონკოლოგი (საავადმყოფო “შიბა” – ისრაელი)
საპირ-ფიჩხაძე  რუთი  –  (კანადა)  პროფესორი, ნეფროლოგი
საპირ  (სეფიაშვილი)  შაბთაი   –   (ამერიკა)  პროფესორი (ბოსტონის უნივერსიტეტი),  დენტისტი (პედიატრ-სტომატოლოგი),  ანესტეზიოლოგი, ამერიკასა და ისრაელში გამოქვეყნებული 24 კვლევითი შრომის ავტორი
სარით  დავით  –  ონკოლოგი, გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო სტატია
სეფერ  (სეფიაშვილი)  ალექს  –  (ამერიკა)  ნანო-ტექნოლოგი, ავტორია მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციისა 
სეფიაშვილი  (ბენ-ცვი)  ნანა  –  ონკოლოგი, 
სეფიაშვილი  რევაზ  –  (რუსეთი)  აკადემიკოსი, პროფესორი, იმუნოლოგი, 350-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი
სეფიაშვილი  (მიხელაშვილი)  გულიკო  – 
სეფიაშვილი  მიშა  –  (საქართველო)
სეფიაშვილი  სოსო  – კარდიოლოგი
სეფიაშვილი  შალიკო  –  კარდიოლოგი
ფეერ  მიხაელ  –  ფილოსოფიის დოქტორი, ნეირო ქირურგი (საავადმყოფო “ადასა” იერუშალაიმში)
ფიჩხაძე  გურამ  –  (რუსეთი)  პროფესორი  ფარმაკოლოგი, (კათედრის გამგე ყაზახეთში) გამოქვეყნებული აქვს 630-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 100 ინოვაციური პატენტის ავტორი
ფიჩხაძე  ეთერი  –  დოქტორი  ნევროლოგი
ფიჩხაძე  ისაკ (ისინკა)  –
ფიჩხაძე  მიხაილ  –  ნევრო-პათოლოგი
ფიჩხაძე  რაულ  –  პროფესორი,  ორთოპედი  (საავადმყოფო “შაარეი ცედეკ” იერუშალაიმში)
ფიჩხაძე  ლიკა  –  ლორენკოლოგი  (საავადმყოფო “აყემეკ”)
ფიჩხაძე  ოლგა  –  რენტგენოლოგ-რადიოლოგი  (საავადმყოფო “შაარეი ცედეკ” იერუშალაიმში)
ჩაჩაშვილი  აბრამ  (ამირან)  –  უროლოგი
ჩიკვაშვილი  აბრაამი  –  ქუთაისში კარდიოლოგიური სამსახურის დამაარსებელი
ჩიკვაშვილი   დოდო  –   პროფესორი,  ბიოლოგი
ჩიკვაშვილი  ლორა  – ნევროლოგი
ჩიკვაშვილი  ირინე  – თერაპევტი და გასტრო-ენტროლოგი
ჩიკვაშვილი  ნათელა  –  გინეკოლოგი
ჩიკვაშვილი  ლენა  –  რენტგენოლოგი
ჩიკვაშვილი  ჯოზეფ  –  დოქტორი
ჩიკვაშვილი  (რაფაელი)  ნონა – პულმონოლოგი,
შალელაშვილი  ბორის  (ბორია)  –  კარდიოლოგი
შამლიკაშვილი  ცისანა  –  (რუსეთი)  პროფესორი
შალელაშვილი  ირინა  –  ფარმაცევტი
შალელაშვილი  ფატი  –  ფარმაცევტი
შაფთოშვილი  (შაფთო)  ური  –  (ამერიკა) ოპტალმოლოგი,
შემეშ  (შიმშილაშვილი)  მოშე  –  დოქტორი, ნეირო-ქირურგი, გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი
შემეშ  გაბრიელ  –  ოპტალმოლოგი
ქოსაშვილი  იონა  –  პროფესორი ორთოპედიის ქირურგი, სახელგანთქმული მოჭადრაკე, გამოქვეყნებული აქვს 90-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი
ქურჩიშვილი  იოსეფ  –  (საქართველო)  პროფესორი, კათედრის გამგე, დამოქვეყნებული აქვს 200 სამეცნიერო სტატია, 12 წიგნი და მონოგრაფია, მას ჰქონდა ფილოლოგიური განათლებაც, ფლობდა ებრაულ ენას და თარგმნიდა ებრაელი მწერლების ნაწარმოებებს
წიწუაშვილი  გივი  –  (საქართველო)  პროფესორი  ქირურგი
ციციაშვილი  მიხაელ  –  პროფესორი  ქირურგი
ჯანაშვილი  ლარისა  –  ფარმაცევტი
ჯანაშვილი  მერაბი  –
ჯანაშვილი  სოსო  –  ფარმაცევტი
ხანანაშვილი  აბეშა  –
ხანუკ  უგლო  (ენუქაშვილი) არონ  –  პროფესორი  პედიატრ-ენდოკრინოლოგი
ხარაზი  (ხარაზიშვილი)  გურამ  –  იმუნოლოგ-ალერგიოლოგი კარდიოლოგი  650-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი

პროფესორი  ლეა-ნანა  ბეერი

მედიცინის  მეცნიერებათა  დ-რი, სტონი-ბრუკის  (ნიუ-იორკი)  უნივერსიტეტის პროფესორი,  ამ  უნივერსიტეტთან არსებული  საავადმყოფოს  მკერდის  კიბოს  განყოფილების  მთ.  ექიმი. ონკოლოგიის,  ჰემატოლოგიის,  რადიოლოგიის და  შინაგან  სნეუ-ლებათა  სპეციალისტი 

lea.png
lea-3.png
lea-5.png
lea-4.png

ქ-ნ  დოდო  ჩიკვაშვილის  საუბარი  ექიმებზე  ისრაელის ქართულენოვანი  გადაცემიდან  8.5.2021

00:00 / 01:04

ებრაელი  ექიმები  საქართველოდან

ქართველ  ებრაელ  ექიმთა  შეხვედრა

ერთ დროს ისრაელში ასეთი ტრადიცია დამყარდა, ისრაელის დამოუკიდებლობის დღეს ქართველი ებრაელი ექიმები იკრიბებოდნენ და დღესასწაულს ერთად ზეიმობდნენ

IMG-7101-1536x1152.jpg

ექიმთა  ტრადიციული   შეხვედრა

765-13.jpg
765-16.jpg

სახელოვანი  ექიმი

785-9.jpg
785-11.jpg

ექიმი  შალვა-ხაიმ  დანიელაშვილი

ექიმი.jpg

ნიჭიერი  და  გულისხმიერი  ექიმი  შოთა  მოშიაშვილი

755-9.jpg
755-14.jpg
756-9.jpg
756-15.jpg

ოქროს  ხელები  -  რამაზ  დათიაშვილი

ოქროს ხელები.jpg

კარდიოლოგი  -  სიმონ  ბოთერაშვილი

798-9.jpg
798-15.jpg
799-9.jpg
799-12.jpg
800-9.jpg
სიმონ ბარ-დავიდი.jpg

ექიმი  -  მიხაელ  მოშიაშვილი

768-9.jpg
768-12.jpg

 ექიმი  პედიატრი  აბრაამ  მენაშეს-ძე  ელიშაყაშვილი

ექიმი აბრამ ელიშააშვილი.jpg

დამსახურებული  ექიმი  სებია  აივაზაშვილი

ბატონი სებია წლების განმავლობაში აქვეყნებდა სტატიებს სამედიცინო თემაზე გაზეთში "ალია საქართველოდან"

Screenshot 2023-06-06 215126.png

დამსახურებული  ექიმი  აბრამ ჩიკვაშვილი

ექიმი ჩიკვაშვილი.jpg

    იერუშალაიმში - წმინდა მიწაზე აღესრულა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ქუთაისში კარდიოლოგიური სამსახურის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ქალაქის კარდიოლო-გიური დისპანსერის ყოფილი მთავარი ექიმი, ექიმი-კარდიოლოგი აბრამ ჩიკვაშვილი.

       აბრამ ჩიკვაშვილი დაიბადა ქუთაისში 1923 წელს, სონია და მენაშე ჩიკვაშვილების ოჯახში. მან წარჩინებით დაამთავრა მე-8 საშუალო სკოლა, ხოლო შემდეგ სწავლა განაგრძო ლენინ-გრადისა და მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტებში. 1952 წელს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია. იმავე წელს მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა და შექმნა ოჯახი, იქორწინა კოლეგა რივა პაპიაშვილზე.

   პირველი პროფესიული ნაბიჯები I პოლიკლინიკაში გადადგა, სადაც ჩამოაყალიბა კარდიოლოგიური კაბინეტი და პირველი კარდიოგრამაც მის მიერ აქვე იქნა გადაღებული. შემდეგ კი საფუძველი ჩაუყარა კარდიო-რევმატოლოგიური კაბინეტის და ბოლოს სარაიონ-თაშორისო კარდიოლოგიური დისპანსერის შექმნას. ამ უკანასკნელის მთავარი ექიმი თვითონ ბრძანდებოდა და სწორედ აქ მკაფიოდ გამოიკვეთა მისი, როგორც ხელმძღვანელ-ორგა-ნიზატორის უნარ-ჩვევები.

    ქუთაისი ამაყობდა და იამაყებს ექიმთა იმ თანავარსკვლავედით, რომლებიც გასული საუკუნის მეორე ნახევარში ამ ქალაქს ამშვენებდნენ. მათგან უთუოდ, უნდა მოვიხსენიოთ მეირ მეგრელიშვილი, შოთა დანელია, დიმიტრი მურღულია, ჩიტო ბუზიაშვილი და სხვები. თანამედროვეთა ამ თანავარსკვლავედში კი აბრამ ჩიკვაშვილი ერთ-ერთი ელვარე ვარსკ-ვლავი ბრძანდებოდა.

  1990 წელს აბრამ ჩიკვაშვილის ოჯახმა ისრაელში ასვლა გადაწყვიტა, სადაც საქარ-თველოსადმი სიყვარული ოდნავადაც არ განელებია, მისი ხსოვნიდან წარუშლელი იყო სიყრმის ადგილები, ქართველი ნაცნობ-მეგობრები.

      აბრამ ჩიკვაშვილმა ლამაზად იცხოვრა და კაი კაცის სახელი დატოვა.

პროფესორი  რამაზ  დათიაშვილი  -  მსოფლიოში  ცნობილი  პლასტიკური  ქირურგი.

RAmazi daTiashvili.jpg

       გვინდა გესაუბროთ გასული საუკუნის დასასრულის უპოპულარეს ადამიანზე, ვისი სახელი და გვარი წლების განმავლობაში არ სცილდებოდა არა მხოლოდ საბჭოთა ჟურნალ-გაზეთების ფურცლებ-სა და ტელევიზორის ეკრანებს, არამედ მსოფლიოს მედიასაშუალებებსაც. ეს ჩვენი თანამემამულე, დოქტორი, პროფესორი რამაზ დათიაშვილია _ მსოფლიოში ცნობილი პლასტიკური ქირურგი.

         რამაზი ქ. ქუთაისში დაიბადა, ერთ უბრალო, ქუთაისურ ებრაულ ეზოში. ბავშვობაც იქ გაატარა. სწავლობდა ქ. ქუთაისის სახელგანთქმულ მე-9 საშუალო სკოლაში, რომლის წარმატებით დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვში გააგრძელა - ი. მ. სეჩენოვის სახელობის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე.

      1972 წელს, ინსტიტუტში სწავლის დამთავრების შემდეგ სპეციალიზაცია ქირურგიული კვლევის ცენტრში გაიარა სისხლძარღვთა ქირურგიის განხრით და მალე, 28 წლის ასაკში, მოსკოვის ერთ-ერთი საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა. მალევე, 1978 წელს წარმატე-ბით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1988 წელს _ სადოქტორო დისერტაციაც.

       1991 წელს პროფესორი რამაზ დათიაშვილი ოჯახით ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა. იქ, ქ. ნიუ ჯერსიში სტაჟირება ზოგადი ქირურგიის განხრით გაიარა და ადგილობრივ სამედიცინო ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა პლასტიკური ქირურგიის მიმართულებით. დღეს იგი ნიუ ჯერსის რატგერსის უნივერსიტეტთან არსებული პლასტიკური ქირურგიის განყოფილების პროფესორია.

        ბ-ნი რამაზი ამავე დროს გახლავთ ამერიკის პლასტიკურ ქირურგთა და ამერიკის მიკროსკოპი-ული რეაბილიტაციის ასოციაციების აქტიური წევრი. მის სახელს უკავშირდება ამერიკის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში, მათ შორის ნიუ იორკის უნივერსიტეტთან არსებულ სამკურნალო ცენტრშიც, წარმატებით ჩატარებული ათასობით პლასტიკური ოპერაცია. იგი უკვე 20 წელია სამედი-ცინო აკადემიის პროფესორია.

      ბ-ნი რამაზ დათიაშვილი განსაკუთრებული რეპუტაციით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. მსოფ-ლიოს 62 ყველაზე წარმატებულ ექიმთა რიცხვს განეკუთვნება და 11 საუკეთესო პლასტიკურ ქირურგს შორის მოიხსენიება.

       ჩვენ თავს არ შეგაწყენთ იმის ჩამოთვლით, თუ რამდენი სამეცნიერო სტატია აქვს გამოქვეყნებული ბ-ნ რამაზს და რამდენ სამეცნიერო კონფერენციაში მიუღია მონაწილეობა მოხსენებებით, მაგრამ იმის შესახებ კი გიამბობთ, რამაც ახალგაზრდა ქირურგი გასული საუკუნის 80-იან წლებში საბჭოთა ხალ-ხის თვალში გმირად აქცია .…

       17 ივნისი, საღამოს 10 საათი შორეულ 1983 წლის ზაფხულის ერთ დღეს ლიტვის ერთ-ერთ სოფელ-ში სამი წლის რასა პრასცევიჩიუტე ყანაში თამაშობდა. იქვე მისი მამა სათიბ მანქანაზე მუშაობდა. უეც-რად დიდი უბედურება დატრიალდა _ სათიბმა მანქანამ გოგონას ორივე ფეხი მუხლებს ქვევით წააცა-ლა. მამამ გონება დაკარგა. გოგონას ყვირილზე ახლომახლო მყოფმა დედამ მოირბინა და ბავშვი სასწრაფოდ სახლში წაიყვანა. სოფელში გადაწყვიტეს დასახიჩრებული გოგონა სასწარაფოდ რაიონულ ცენტრში გადაეყვანათ. იქაურმა მორიგე ექიმმა კი ამჯობინა გოგონა ვილნიუსის მიკროქირურგიის ცენტრში წაეყვანათ. მანამდე რაიონულ საავადმყოფოში ფეხების მოკვეთილი ნაწილები გაყინეს. ძვირ-ფასი დრო კი სწრაფად გარბოდა. უკვე შუაღამე დგებოდა. დაუკავშირდნენ ვილნიუსის მიკროქირურ-გიის ცენტრს, მიკროქირურგ მეჩისლოვას ვიტკუსს. მაგრამ ყველა საოპერაციო დაკავებული იყო. და ვიტკუსმა საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო _ გოგონა დაუყოვნებლივ მოსკოვში უნდა გადაეფრი-ნათ! თუმცა აღმოჩნდა, რომ მოსკოვისაკენ უახლოესი რეისი მხოლოდ დილის შვიდ საათზე შესრულ-დებოდა. მაგრამ როდესაც ლიტვის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოში რასას ამბავი მოისმინეს, უყოყმანოდ გადაწყვიტეს დახმარება _ და თვითმფრინავი რიგიდან მოფრინდა. მაგრამ საათის ისრები ისევ გარბოდნენ. ამასობაში ვიტკუსი მოსკოვს დაუკავშირდა - ჯერ სახელგანთქმულ მიკროქირურგს, პროფესორ კრილოვს, მაგრამ იგი მოსკოვში არ აღმოჩნდა, მერმედ პროფესორ სტეპანოვს, და ზარებს არც ის პასუხობდა. და უკანასკნელი შანსი _ მოსკოვის 51-ე საავადმყოფოს ექსტრემალური მიკროქი-რურგიის ცენტრი; და აქაც ყველა სპეციალისტი დაკავებული აღმოჩნდა. თუმცა აქ დაუწერელი კანონი მოქმედებდა _ ყოველ ღამე სახლში მიკროქირურგების კიდევ ერთი ბრიგადა მორიგეობდა, რომელიც გამოძახების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მივიდოდა საავადმყოფოში. ვიტკუსს ახალგაზრდა ქირურ-გის, რამაზ დათიაშვილის ტელეფონის ნომერი მისცეს.

      და სიკეთის ესტაფეტა თავის საბოლოო ადრესატს გადაეცა.

      ყოველგვარი ყოყმანისა და ეჭვის გარეშე დათანხმდა ახალგაზრდა ქირურგი და ოპერაციისათვის სამზადისს შეუდგა, მხოლოდ ერთი პირობით _ ბავშვი მოსკოვში აუცილებლად უნდა ყოფილიყო არა უგვიანეს დილის ექვსი საათისა. და სამოქალაქო ავიაციის თანამშრომლების დიდი ძალისხმევის შედეგად შედგა შუაღამის არაორდინალური რეისი _ გამთენიისას პატარა რასა ლიტვის რაიონული ცენტრიდან მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში ჩაფრინდა, საიდანაც პირდაპირ ნ.ფ. ფილატოვის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს მიაშურეს.

.     ..ახალგაზრდა ქირურგმა მხოლოდ მას შემდეგ გააცნობიერა, თუ რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა იკისრა, რაც ტელეფონის ყურმილი დაკიდა ...

        და ის, რაც რამაზ დათიაშვილმა ამ მომენტიდან დათვლილ მოკლე დროში გააკეთა, შეიძლება გმი-რობას გავუთანაბროთ, სადაგი დღეების გმირობას.

       ღამის ორი საათი იყო. მოსკოვს ეძინა. რამაზი კი ტელეფონს არ შორდებოდა _ ბევრმა სამედიცინო დაწესებულებამ ბავშვის მიღებაზე უარი თქვა, რადგან ამგვარი უნიკალური ოპერაცია მანამდე არავის ჰქონდა ჩატარებული. საბოლოოდ გადაწყდა რეპლანტაცია ნ. ფ. ფილატოვის სახელობის ბავშვთა საა-ვადმყოფოში ჩატარებულიყო.

       საჭირო იყო საოპერაციოს, მიკროსკოპების, ისტრუმენტების მომზადება... ანესთეზიოლოგების და ექთნის გამოძახება; და რაც მთავარია – კარგი ასისტენტის შერჩევა. და რამაზიმ არჩევანი ქირურგ იაკოვ ბრანდზე გააკეთა. ვერც კი შეამჩნია, ამასობაში სამი საათი როგორ გავიდა.

       დილის ოთხი საათისათვის თვითმფრინავი ჩამოფრინდა. რამაზი იაკოვ ბრანდთან ერთად სასწრა-ფო დახმარების მანქანას საავადმყოფოს ეზოში ელოდებოდა. ექვსის ნახევარი _ რასა უკვე საავადმყო-ფოს ეზოშია, და მყისვე – სარეანიმაციოში...

        და ოპერაცია დაიწყო. დაღლას თითქმის არ გრძნობდა, ძილიც არ ერეოდა, თუმცა მთელი ღამე ფეხზე გაატარა: რეკავდა, ამტკიცებდა, ათანხმებდა...

      ...როდესაც რამაზიმ მიკროსკოპიდან ასწია თავი, თვალწინ ყველაფერი გაედღაბნა. პირველად მოხ-და, რომ თვალები ასერიგად დაეღალა ... ოპერაცია ცხრა საათი გრძელდებოდა...

       წარმატებით გადაიჭრა დილემაც _ ორივე ფეხი გადაერჩინა, თუ მხოლოდ ერთი ? მანამ, სანამ ერთ ფეხს აღადგენდა, ხომ საკმაო დრო გავიდოდა იმისათვის, რათა მეორე უვარგისი გამხდარიყო ქსოვი-ლების დაშლისა და მასში ტოქსინების დაგროვების გამო, და შესაძლოა, ბავშვის სიცოცხლეც საფრთ-ხეში აღმოჩენილიყო. და მან პარალელურად დაიწყო ორივე ფეხის აღდგენა ! _ ჯერ მარჯვენა ფეხის ძვლები მიამაგრა, მერმედ – მარცხენასი ... შემდეგ მარჯვენა ფეხის არტერია მიაკერა და მასში სისხლი გაუშვა, მერე - მარცხენისა … და ასე, მორიგეობით ... დადგა ვენების, ნერვების, ძარღვების რიგიც...

       “_  ვამაყობ, რომ ჩემი მისია წარმატებით დასრულდა, _ ამბობს პროფესორი დათიაშვილი. _ უმძი-მესი მუშაობის შემდეგ, როდესაც ტერფებში სისხლის ცირკულაცია აღდგა, მივხვდი, რომ ურთულესი დაბრკოლება უკვე გადავლახეთ. ეს მართლაც უმძიმესი ღამე იყო. მიუხედავად იმისა, რომ საავადმყო-ფოს დირექცია ჩემს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა, მე მტკიცედ მქონდა გადავწყვეტილი გოგო-ნას გადარჩენა. მე ერთ საავადმყოფოში ვმუშაობდი, ოპერაცია კი სხვა საავადმყოფოში ჩავატარე, მოსამ-ზადებელი პროცედურებიც ძალზედ რთული იყო. უზომოდ ვუმადლი უფალს, სწორედ მან მომცა ძა-ლა, რომ ყველაფერი ღირსეულად გამეკეთებინა”.

       მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკაში ასეთი ოპერაცია ჯერ ჩატარებული არ ყოფილა. ეს ყოველმხრივ უნიკალური ოპერაცია იყო ! ამ უნიკალურ შემთხვევას მედიკოსთა სპეციალური საერთაშორისო სიმ-პოზიუმი მიეძღვნა.

      ათი წლის განმავლობაში გადიოდა რასა რეაბილიტაციას. ამჟამად ის მეუღლესთან და ხუთი წლის ვაჟთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს და უსაზღვროდ მადლიერია იმ ექიმისა, რომელმაც მისი გადარ-ჩენისათვის და რეაბილიტაციისათვის უზარმაზარი ძალისხმევა გაიღო.

        ასე გაითქვა სახელი საქვეყნოდ ერთ ღამეში ახალგაზრდა ექიმმა რამაზ დათიაშვილმა. ეს ამბავი უსასრულოდ შუქდებოდა გაზეთებსა თუ სხვა გამოცემებში, ტელევიზიითა და რადიოთი... მასზედ ფილმებიც კი გადაიღეს...

      სახელგანთქმული ქირურგი, პროფესორი რამაზ დათიაშვილი აგრძელებს უნიკალური ოპერაციე-ბის ჩატარებას და მის წარმატებებს უკვე ამერიკული პრესა აშუქებს !

       “უფლის უზომოდ მადლიერი ვარ, ყველაფრისათვის, რასაც მივაღწიე და რაც გამაჩნია”. _ ამბობს ის.

ეთერი თოფჩიაშვილი

ქვემოთ მოყვანილ სიაში ექიმთა სახელები დალაგებულია გვარის პირველი ასოების მიხედვით

მეცნიერული ხარისხის მქონე ექიმები გამოყოფილია წითელი ფერით

bottom of page